» » » ბროქებიდან და ფილტვებიდან ლორწოს გამოსადევნი ხალხური რეცეპტები

ბროქებიდან და ფილტვებიდან ლორწოს გამოსადევნი ხალხური რეცეპტები

ბრონქიტი - ბრონქების ანთებაა, უპირატესად მათი ლორწოვანი გარსის დაზიანებით. ბრონქიტის მწვავე ფორმა წარმოიქმნება ინფექვიის შედეგად და ხშირად თან ახლავს ზემო სასუნთქი გზების დაავადება.

ბროქებიდან და ფილტვებიდან ლორწოს გამოსადევნად
  • აიღეთ 1 ჭიქა ალოეს დაქუცმაცებული ფოთლები, ახალი ლიმონის დანაწევრებული ქერქი და 3 ჭიქა ნატურალური თაფლი. ყოველივე ეს შეურიეთ ერთმანეთში, დააყენეთ 1 კვირით. მიიღეთ ყოველი ჭამის წინ არანაკლებ 40 დღისა. შემდეგ შეისვენეთ 10 დღით და გააგრძელეთ მკურნალობა ამავე კურსით ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ეს წამალი კურნავს აგრეთვე თირკმელებსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს.

    ბრონქიტით თუ დაავადდებით ან ძლიერი ხველა შეგაწუხებთ, მოიქეცით შემდეგნაირად:
  • პირველყოვლისა, მოამზადეთ ნაძვის წიწვების ნახარში. შეაგროვეთ ტყეში ნაძვის ტოტების ნორჩი წვეროები, რომელიც უფრო ნათელი ფერისაა. ნახარში ასე უნდა მოამზადოთ: 2 ს/კ დაქუცმაცებულ წიწვებს დაასხით 1 ჭიქა წყალი და ნახევარი საათი ადუღეთ წყლის აბაზანაში. ეს "ნაძვის მიქსტურა" უნდა მიირთვათ თითო ს/კ 3-4-ჯერ დღეში.

    მიუხედავად მიღებული ზომებისა, თუ ავადმყოფობა ძლიერდება, სიცხე უჩნდება, ხველა უღრმავდება, აუცილებელია შემდეგი ზომების გატარება:

  • გაუკეთეთ ავადმყოფს მდოგვის საფენები მკერდზე, ყელთან ახლოს, აგრეთვე ფეხის წვივებზე და გააჩერეთ მანამდე, სანამ წვას არ იგრძნობს.
    შესაძლოა აგრეთვე მდოგვის საფენების მაგივრად გამოიყენოთ წალიკა. ამ მცენარეს ხმარობდნენ სამკურნალო მიზნებისთვის ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში. შუა საუკუნეების ცნობილი ბუნების მკვლევარი, ფილოსოფოსი და ექიმი პარაცელიუსი წალიკას კომპრესებს რეკომენდაციას იძლეოდა.

  • ავადმყოფისათვის რეკომენდებულია ცხელი რძის დალევა თაფლითა და მწიკვი სოდით; თაფლი უნდა წინასწარ წამოადუღოთ, ვინაიდან ადუღებული თაფლი აძლიერებს ხველას. საღამოს ჩაის მაგივრად ოფლსადენი ნახარში დალიეთ.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.