» » » მრავალჯერნაცადი ხალხური საშუალებები, რომლებიც ხველის დროს მართლაც უებარია...

მრავალჯერნაცადი ხალხური საშუალებები, რომლებიც ხველის დროს მართლაც უებარია...

ხველა არის სასუნთქი გზების, ფილტვების, ზოგჯერ კი პლევრის მწვავე და ქრონიკული ანთებითი და სხვა სახის დაავადების ერთ-ერთი უხშირესი სიმპტომი, ასეთებია გრიპი და სხვა ვირუსული დაავადებები, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ანთება, ფილტვების დამტვერიანება, ბრონქოექტაზური დაავადება, ფილტვის დაჩირქება, ტუბერკულოზი. ძალიან ხშირია ხველა თამბაქოს მწეველთა შორის და ამ შემთხვევაში იგი ქრონიკული ბრონქიტის მაჩვენებელია. ზოგჯერ ხველა შეიძლება აღმოცენდეს გულის დაავადებების დროს, როცა ფილტვებში სისხლის შეგუბება იწყება.

ხალხური რეცეპტები ხველის სამკურნალოდ:
  • გახეხეთ 2 მწიფე ბანანი, მოათავასეთ 1 ჭ წყალში, დაუმატეთ შაქარი, შეაცხელეთ და მიიღეთ.

  • 1ს/კ გველის სუროს დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, ხარშეთ 20 წთ დაბალ ცეცხლზე. მიიღება 1/3 ჭ 3-ჯერ დღეში.

  • 2 ს/კ ალთეს დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 500 მლ ცივი წყალი, გააჩერეთ სიცივეში 1 დღე, მიღებული ნაყენი გაწურეთ, დაამატეთ შაქარი. მიიღება 1 ს/კ ყოველ 2 სთ-ში ერთხელ.

  • ხახვი მოხარშეთ რძეში, მიიღება ცხლად 1/2 ჭ 3-4-ჯერ დღეში.

  • ჭვავისა და ხორბლის ქატოს ნახარში თაფლთან ერთად მოხარშული, საუკეთესოა ძლიერი, მომქანცველი ხველის დროს.

  • კვერცხის გული, 2 ჩ/კ შაქარი, 50 მლ რომი ათქვიფეთ კარგად. მიიღება 1 ს/კ 4-5-ჯერ დღეში, ჭამამდე.

  • ყვითელი ყაყაჩო (გლაუცია) წარმოადგენს ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებს: გლაუვენსისა და გლაუტერპინის შემადგენლობაში შემავალ ნედლეულს. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ამ მცენარის ნაყენი ან ნახარში. აიღეთ 1 ს/კ დაქუცმაცებული ყვითელი ყაყაჩო, დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ. მიიღება 1/3 ჭ 3-4-ჯერ დღეში.

  • აიღეთ 1 ს/კ ვირისტერფას მშრალი ფოთლები, დაასხით 400 მლ მდუღარე, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღება 1 ს/კ 4-5ჯერ დღეში.

  • თანაბარი რაოდენობით შაქარი და ფიჭვის წვენი, შეურიეთ ერთმანეთში, გააკეთეთ ბარდის მარცვლისოდენა ბურთები და გააშრეთ. გამოიყენება როგორც საწუწნი აბი, თითო ბურთულა 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.

  • შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის სტაფილოს წვენი და არაპასტერიზებული რძე. მიიღება 1 ს/კ 6-ჯერ დღეში.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.