» » » მწვავე და ქრონიკული ბრონქიტისგან უმარტივესი ხალხური საშუალება გაგათავისუფლებთ

მწვავე და ქრონიკული ბრონქიტისგან უმარტივესი ხალხური საშუალება გაგათავისუფლებთ

ბრონქიტი - ბრონქების ანთებაა. რომელსაც სასუნთქი ორგანოების დაავადებებიდან სიხშირით ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. მიმდინარეობის მიხედვით არჩევენ მწვავე და ქრონიკულ ბრონქიტს.
მწვავე ბრონქიტი თითქმის ყოველთვის ვითარდება მწვავე რესპირატორული დაავადებების ან გრიპის გართულების შედეგად. ბრონქიტის მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება გაცივება, ინფექციის ქრონიკული კერები, როგორიცაა ქრონიკული ტონზილიტი, ჰაიმორიტი და სხვა. განსაკუთრებულ რისკფაქტორს წარმოადგენს მოწევა, რომელიც იწვევს ორგანიზმის იმუნური სისტემის მნიშვნელოვან შესუსტებას და ფილტვის ქსოვილის დესტრუქციას.
ქრონიკული ბრონქიტი ფართოდაა გავრცელებული ხანდაზმულ ასაკში, მის განვითარებას ხელს უწყობს მოწევა, მტვრიანი და დაბინძურებული ჰაერი, ბრონქების ლორწოვან გარსზე შხამიანი გაზების ხანგრძლივი ზემოქმედება. ცხვირის სუნთქვის გაძნელებას მივყავართ ჯერ მწვავე, შემდეგ ქრონიკული ბრონქიტის განვითარებისკენ.

  • აურიეთ 500 გრ, გასუფთავებული და დარბილებული ხახვი, 50 გრ თაფლი და 400 გრ შაქარი, ხარშეთ 1ლ წყალში დაბალ ცეცხლზე სამი საათის განმავლობაში, შემდეგ გააცივეთ და ჩაასხით კარგად დაცობილ ბოთლში. დაალევინეთ ავადმყოფ ბავშვს 2-3 ს/კ დღეში ხველის და ყივანახველის დროს.

  • 1 ს/კ ვირისტერფას ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და 1 საათის შემდეგ გაწურეთ. დაალევინეთ ავადმყოფ ბავშვს 1 ს/კ 2-3-ჯერ დღეში, მათ შორის ხველის, ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ფილტვის ანთების. ხმის ჩახლეჩის დროს.

  • 1 ჩ/კ სალბს დაასხიღ 1 ჩ/ჭ. მდუღარე წყალი, ადუღეთ, შემდეგ გააჩერეთ 20 წთ-ის განმავლობაში. ავადმყოფმა ბავშვმა თბილი სახით უნდა გამოივლოს პირის ღრუში.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.