სასრგებლო თვისებები:
სოკოს საწინააღმდეგო.
ჩაის ხის ზეთი კარგი საშუალებაა ისეთი სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა: დერმატოფიტოზი და მიკოზი.
ანტიბაქტერიული.
ჰერპესის, მეჭეჭებისა და ხორცმეტების მოსაშორებლად ზეთი ყოველდღე წაისვით.
აღადგენს და იცავს კანს.
ამავე ოჯახის წარმომადგენელი ნიაულის ზეთი (malaleuca viridi flora) ძირითადად კანის პრობლემებისა და რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. ის რეკომენდებულია ორთქლის ინჰალაციისთვისაც გაცივების, გრიპის, რინიტისა და სინუსიტის დროს.
შველის ჭრილობებს, ნაკაწრებსა და ჩალურჯებებს კანზე.
ჩაის ხის ზეთი კანის გამოჯანმრთელებას და ნაიარევზე ახალი ქსოვილის წარმოქმნას უწყობს ხელს.
მკურნალობს აკნეს.
ზეთი აკნესკენ მიდრეკილ კანზე ანტიბაქტერიულად მოქმედებს. პირდაპირ წაისვით პრობლემურ ადგილას ან შეურიეთ სახის კრემს.
ებრძვის ქერტლს.
თუ თავის კანს ჩაის ხის ზეთით დაიზელთ, ეს გაგიქრობთ ქერტლს და ცხიმიანი თმის ცხიმიანობას მოაწესრიგებს.
აქრობს უსიამოვნო სუნს სხეულზე.
ჩაის ხის ზეთის შემცველი საპნები, ტანის პუდრები და დეოდორანტები ეფექტურად აქრობს უსიამოვნო სუნს სხეულზე.
კბილებისა და ღრძილების მკურნალი.
პირში უსიამოვნო სუნის, სტომატიტისა და ღრძილების სამკურნალოდ კარგად გაზავებული ჩაის ხის ზეთის სავლები გამოიყენეთ.
ჩაის ხე
ანტისეპტიკური მოქმედების მქონე ჩაის ხე ავსტრალიის მხოლოდ ერთ რაიონში და ისიც - მცირე ტერიტორიაზე ყვავილობს.
ეთერზეთი
მიიღება ხის ფოთლებიდან ორთქლზე გამოხდის მეთოდით. გამჭვირვალე სითხეა, რომელსაც სასიამოვნო, მაგრამ ოდნავ წამლის სუნი დაკრავს. იგი ცოტათი ევკალიპტსაც მოგაგონებთ.
სუნამო საკუთარი ხელით
ოთახის არომატიზატორის დასამზადებლად ჩაის ხის ზეთს შეურიეთ მიხაკის, ევკალიპტის, ლავანდის, ლიმონის, ფიჭვის, როზმარინისა და ბეგქონდარას ზეთები.
სწრაფად და ეფექტურად
ანტისეპტიკური სავლები.
დაინფიცირებული ჭრილობებისა და ლორწოვან გარსზე გაჩენილი წყლულის მოსაბანად ჩაის ხის ზეთის 10%-იანი ხსნარი (1 წილი ზეთი 10 წილ წყალში) გამოიყენეთ. კარგია ტკიპების მოსაშორებლად.