აღადგენს და იცავს კანს.
სტირაქსის ზეთი კარგია გამომშრალი, ქავილისგან გაღიზიანებული და დამსკდარი კანის სამკურნალოდ. მას ხშირად ურევენ კოსმეტიკურ პრეპარატებში ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების შესამსუბუქებლად.
ანტისეპტიკი.
სტირაქის ზეთი ჭრილობების სამკურნალო მალამოებისა და ბალზამების სასარგებლო დანამატია. არ გამოიყენოთ პირდაპირ კანზე.
მკურნალობს აკნეს.
სამკურნალო მალამოებში, ლოსიონებსა და კრემებში გამოყენებისას სტირაქსის ზეთი შველის აკნესა და პრობლემურ კანს.
ებრძვის დაბერების ნიშნებს.
ზეთი აღადგენს სიბერეშეპარულ კანს. აუმჯობესებს კანის ელასტიკურობას. ამიტომაც სტირაქსის ზეთს აქტიურად იყენებენ ბუნებრივ, დაბერების საწინააღმდეგო ნაწარმში.
ტკივილგამაყუჩებელი.
სტირაქსის ზეთს მასტიმულირებელი ეფექტი აქვს, რაც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. სამასაჟე ზეთად გამოყენებისას არბილებს დაჭიმულ კუნთებს და ამსუბუქებს ტკივილს ართრიტისა და რევმატიზმის დროს.
ჰგვრის სასიამოვნო შეგრძნებას.
ზეთი დამაწყნარებლად მოქმედებს როგორც ნერვულ, ისე საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
ფისი
თხილის მონათესავე ამ ხის მერქანი ბადაგის მსგავს ფისს გამოყოფს, რაც ფასდაუდებელია პარფიუმერებისთვის.
ეთერზეთი
ეთერზეთს ფისისგან ხდიან. მას მოტკბო, თბილი, ვანილის მსგავსი არომატი და ანტისეპტიკური თვისებები აქვს.
სუნამო საკუთარი ხელით
პიკანტური, აღმოსავლური სურნელის მქონე სუნამოს დასამზადებლად სტირაქსის ზეთი საკმეველის, სანდალის ხის, ილანგ ილანგის, პაჩულის, ვარდისა და ბერგამოტის ზეთები შეურიეთ.