ბუასილი საკმაოდ სერიოზული, სწორი ნაწლავის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ჰემოროი (ბუასილი) ხშირად კოლიტის თანხმლებ დაავადებას წარმოადგენს. ხალხური მედიცინა ამ დაავადების სამკურნალოდ გვაძლევს შემდეგ რჩევებს: 
- აიღეთ ვერხვის ფოთოლი, დაიდეთ მტკივან ადგილზე და გაიჩერეთ 2 საათით. თუ ფოთლის დადებამ ტკივილი გაგიძლიერათ, სასწრაფოდ მოიცილეთ ფოთოლი და უკანალი გრილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ. პროცედურა თუ სასიამოვნო ხასიათს ატარებს, 2-3 დღის შემდეგ კვლავ დაიდეთ ფოთოლი დაზიანებულ ადგილას და უფრო დიდხანს გაიჩერეთ; მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაზარდეთ ფოთლების დადების ხანგრძლივობა. მკურნალობის პერიოდში საჭიროა უკანალი დღეში რამდენჯერმე  ცივი წყლით დაიბანოთ. 
 - კარგად მოქმედებს აგრეთვე ცირცელის წვენი. ცირცელის წვენს დაუმატეთ შაქარი და დალიეთ დღეში 3-ჯერ ორ-ორი არყის ჭიქა, თან ერთი ჭიქა ცივი წყალი დააყოლეთ. ეს წვენი საუკეთესო საფაღარათო საშუალებასაც წარმოადგენს. 
 - 200 გრ გარეული ტყის პიტნა გავასუფთაოთ და 3 ლ ადუღებულ წყალში ჩავყაროთ, მოვადუღოთ და გავაციოთ, მივიღოთ დღეში 4-ჯერ 100 გრ. 
 - ჭინჭარი (ფოთლები) - ერთი ნაწილი, ხეჭრელის (თხიფსულა) ქერქი - ერთი ნაწილი; ავიღოთ  8 გრ ნარევი 1 ლ ადუღებულ წყალზე, ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 10 წთ, დავაყენოთ შეფუთული 30 წთ, გავწუროთ; მივიღოთ თითო ჭიქა 4-ჯერ დღეში  ძლიერი ტკივილისას. 
 - ბუასილის ბალახი - მატიტელა (წალიკა). 2 ჩ/კ მშრალი ბალახი  0,5 ლ წყალზე ვადუღოთ 15 წთ ნელ ცეცხლზე. დავდგათ შეფუთული 2 სთ, გავწუროთ, მივიღოთ ნახევარი ჭიქა 3-4-ჯერ დღეში 30 წთ-ით ადრე ჭამამდე. გამოიყენება როგორც შარდმდენი, სუსტი საფაღარათო, ტკივილსაწინააღმდეგო და სისხლის დენის შემაჩერებელი საშუალება. 
 - ბუასილის დროს აიღეთ რაიმე ჭურჭელი, რომელშიც ჩაიდება ცეცხლზე გაცხელებული აგური, დააყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი. როცა ნიორი ბოლვას დაიწყებს, დასვით ავადმყოფი ამ ჭურჭელზე. ეს არაჩვეულებრივი ბოლის აბაზანაა. 
 - კარტოფილის თავიდან გამოვჭრით სანთელს და ბუასილის დროს გავიკეთებთ უკანა ტანში. უკეთესია კარტოფილის სანთელი ამოვავლოთ თაფლში და ისე გავიკეთოთ. 
 - შემჟავებულ თბილ კომბოსტოს წვენს სვამენ 0,5 - 2 ჭიქას. 
 - ბუასილის დროს კარგია ველური მარწყვის ფოთლების ნახარშის ოყნა. 1 ს/კ ფოთლებს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დავდგათ 20 წთ, შემდგომ გადავწუროთ და მივცეთ ავადმყოფს ოყნის სახით. 
 - ჭინჭრის 1 ს/კ გამხმარ ფოთლებზე დავასხათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი. ვადუღოთ 10 წთ ნელ ცეცხლზე. გავაციოთ, გავწუროთ, ვსვათ ს/კ -ით 4-5-ით დღეში 3-4-ჯერ. 
 - გვირილას ნაყენი უკანა ტანის გამოსარეცხად გამოიყენება. 2-3 ს/კ გვირილას ყვავილს ადუღებენ ჭიქა წყალში 5 წთ. აჩერებენ 1 საათს კარგად დახურულ ჭურჭელში, შემდეგ გადაწურავენ და მოიხმარენ. 
 - მინდვრის შვიტა გამოიყენება სისხლდენიანი ბუასილის დროს. 2 ჩ/კ გამხმარ დაფშვნილ ბალახს მოვადუღებთ 1 ჭიქა წყალში. გადმოვდგამთ და დავაყოვნებთ 1 საათს, გავწურავთ. შევსვამთ ყლუპად მთელი დღის განმავლობაში. 
 - გარე ბუასილის თანაბარი რაოდენობის თაფლისა და ჭარხლის წვენით მკურნალობენ. წვენში დაასველეთ მარლა და დაიდეთ კვანძებზე. ასევე კარგია გათხელებული თაფლის ოყნები. 
 - შიდა ბუასილის დროს მარგებელია პატარა ოყნით თხელი თაფლის შეყვანა სწორ ნაწლავში. 
 - ბუასილის დროს ეცადეთ, რომ არ გქონდეთ შეკრულობა. 
 
- არ გააღიზიანოთ კუჭი სპირტიანი სასმელებით, ლუდით; არ ჭამოთ მჟავე ან ცხარე სანელებლები. 
 - არ გაცივდეთ, ერიდეთ ხანგრძლივ სიარულს და ფეხმდგომარე მუშაობას. 
 - არასოდეს დაჯდეთ ცივ საგანზე, განსაკუთრებით მეტალზე. 
 - ყოველი ტუალეტის შემდეგ გამოიბანეთ ცივი წყლით. 
 - ყოველ საღამოს გააკეთეთ ოყნა გვირილათი  ან ბერულათი.