ტკივილები შეიძლება გაჩნდეს სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების გამო.
სიმპტომები: ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ღებინება.
ამ დაავადების მკურნალობაში მოგვეხმარება ხალხური მედიცინა.
რეცეპტი 1
შევურიოთ ერთნაირი წონის - ხეჭრელის ქერქი, კატაბალახას ფესვები, პიტნის ფოთოლი, მაყვლის ფოთოლი, არყის ხის ფოთოლი. 1 სუფრის კოვზი ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დავტოვოთ გასაცივებლად. გავფილტროთ და დავლიოთ დღის განმავლობაში.
რეცეპტი 2
ავიღოთ 3 ნაწილი კატაბალახას ფესვები, 3 ნაწილი პიტნის ფოთლები, 4 ნაწილი გვირილას ყვავილები, კარგად ავურიოთ. 1 სუფრის კოვზი ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დავლიოთ როგორც ჩაი, ცხელი, დღეში რამდენჯერმე.
რეცეპტი 3
თანაბარი პროპორციით შევურიოთ გულყვითელას ნაყენი და პროპოლისის 20% ნაყენი. 0,5 ლიტრ თბილ ადუღებულ წყალში გავხსნათ 1 სუფრის კოვზი ნარევი. მიღებული მასა გამოვიყენოთ აბაზანებისთვის და წასასმელად.
რეცეპტი 4
2 სუფრის კოვზ გამხმარ მჟაველას ბალახს დავასხათ 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი. დავლიოთ დღეში 4-ჯერ 1/2 ჭიქა.
რეცეპტი 5
1/2 ჩაის კოვზ ნიახურის თესლებს დავასხათ 1 ჭიქა თბილი ადუღებული წყალი და დავაყენოთ ღამით.
დავლიოთ დღეში 4-ჯერ, 1 სუფრის კოვზი ჭამამდე 30 წუთით ადრე.
რეცეპტი 6
2 სუფრის კოვზი წითელ სამყურას დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დავაყენოთ თერმოსში 6-8 საათით. ნაყენი დავლიოთ დღის განმავლობაში, 1/4 ჭიქა ჭამამდე 3 საათით ადრე.