სიმპტომები:
- ტკივილი დეფეკაციის დროს;
- საზარდულში სიმძიმის გრძნობა სიარულის დროს;
- ქავილი საჯდომის არეში;
- სისხლდენა ;
- ჰემოროიდული კვანძების ტკივილი შეხების დროს;
- ანემია.
ხალხური რეცეპტები ბუასილის სამკურნალოდ - ბუასილის და შეკრულობის დროს კარგია ბარამბოს ბალახის წვენისა და ანადუღარი გრილი წყლის ნარევის ოყნა ძილის წინ.
- ძლიერი ჰემოროიდალური სისხლდენის დროს მივიღოთ ჭინჭრის ფოთლების წვენი - 1 ჩ/კ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.
- 1/2 ჭიქა ცირცელის ნაყოფის წვენს დავუმატოთ შაქარი და მივიღოთ 1 ჭიქა წყლის მიყოლებით 3-ჯერ დღეში გარე და შიდა ბუასილის შემთხვევაში.
- 1 დესერტის კოვზ ხეჭრელის ქერქს და ამდენივე წილ ჭინჭრის ფოთლებს დავასხათ 1 ლ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ ნელ ცეცხლზე დახურულ ჭურჭელში 10 წთ, დავაყენოთ თბილ ადგილას 30 წთ-ის განმავლობაში და გავწუროთ. მივიღოთ 1 ჭ 4-ჯერ დღეში ძლიერი ტკივილისას, როცა ბუასილის კვანძები არ არის.
- ჰემოროიდული კვანძების ადგილას ტკივილის დროს ეფექტურია ასეთი საშუალება: 5 გრ ფარსმანდუკის ყვავილედისა და ჟოლოს ფოთლების ფხვნილს შევურიოთ 50 გრამი ახალი კარაქი, თანდათანობით გავადნოთ წყლის აბაზანაზე (თან სულ ვურიოთ), შევინახოთ მაცივარში. ძილის წინ წავისვათ უკანა ტანზე, ტკივილი წყნარდება და გამოჯანმრთელებაც მალე ხდება.
- ბუასილის გართულებისას მივიღოთ 1 ჩ/კ ბრტყელეკალას მიწისზედა ნაწილის წვენი 3-ჯერ დღეში და, ასევე, გავიკეთოთ მისივე საფენები 3 კვირის განმავლობაში. მკურნალობის რეზულტატი საუკეთესეოა.
- 3 ლ მდუღარე ბაცი კალიუმის მანგანუმიან (მარგანცოკა) წყალს დავუმატოთ 1 ს/კ მცენარეული ზეთი, 1 ჭ მდუღარე რძე, 1 ჩ/კ სოდა. ჩავასხათ მრგვალ თასში ცხელი (რამდენსაც გავუძლებთ) და გავიკეთოთ აბაზანა ძილის წინ (სანამ წყალი არ გაცივდება). მკურნალობის კურსი 12-16 აბაზანა. განსაკუთრებით ეფექტურია მიშვებული ბუასილისას.
პროსტატის ადენომისას მამაკაცებში ეს პროცედურა წინააღმდეგნაჩვენებია. - ბუასილის დროს სასარგებლოა დილით უზმოზე მივიღოთ 1-2 ჭ შრატი.
- მწიკვი თხის ბეწვი მოვათავსოთ ქოთნის ძირში და წავუკიდოთ ცეცხლი, როგორც კი ბოლი დაიწყებს ამოსვლას, დავჯდეთ ქოთანზე და მივიღოთ კვამლის აბაზანა, სანამ ბეწვი სრულად არ დაიწვება. 6-8 ასეთი აბაზანა ამსუბუქებს ჰემოროიდალურ ტკივილს, ხელს უწყობს კვანძების გაწოვას, აჩერებს სისხლდენას.