» » » ეს საშუალებები მრავალი წლით, შეიძლება სამუდამოდაც, მოგაცილებთ ბუასილს.

ეს საშუალებები მრავალი წლით, შეიძლება სამუდამოდაც, მოგაცილებთ ბუასილს.

ბუასილი ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა სხვა დაავადებებს შორის. უასილის კვანძები დაბადებიდან ყველა ადამიანს აქვს. არის გარეთა და შიგნითა კვანძები, რომელიც ორი სანტიმეტრის სიღრმეზე მდებარეობს და ლორწოვანი გარსითაა დაფარული. ბუასილის სამკურნალო არაერთი ეფექტური საშუალება ეგულება ხალხური მედიცინას. სწორედ ამ რეცეპტებს გაგაცნობთ დღეს.

  • 1 თავი ხახვი გახეხეთ სახეხზე და გამოწურეთ წვენი. მიიღეთ 1 ჩ/კ წვენი 3-4-ჯერ დღეში, წყალთან ერთად.

  • ბუასილის საწინააღმდეგო კარგი საშუალებაა ცირცელის წვენი. თუ მას ხანგრძლივი დროის განმავლობაში დალევთ, მორჩება შინაგანი ბუასილიც კი. უნდა მიიღოთ 2 სირჩა ახაგამოწურული წვენი 3-ჯერ დღეში, შაქართან ერთად, დააყოლეთ წყალი.

  • უმი კარტოფილისგან გამოჭერით დიდი თითის სიმსხო და 7-8 სმ. სიგრძის სანთელი. ეს სანთელი ყოველდღე, ძილის წინ მოითავსეთ სწორ ნაწლავში. თუ ბუასილს ძლიერი ტკივილი ახლავს, შეგიძლიათ ეს სანთელი დღის განმავლობაშიც გაიკეთოთ.

  • ბუასილურ კვანძებზე 2 საათით დაიდეთ ვერხვის ფოთლები. თუ ძლიერი ტკივილები გექნებათ, ფოთლები მოიცილეთ და მოიბანეთ მტკივანი ადგილები. 1-2 დღის შემდეგ ფოთლები კვლავ დაიდეთ. კვანძების ზომის შემცირებასთან ერთად ვერხვის ფოთლები სულ უფრო იშვიათად უნდა დაიდოთ, ბოლოს მხოლოს წყლით მოიბანეთ. ეს საშუალება მრავალი წლით, შეიძლება სამუდამოდაც, მოგაცილებთ, ბუასილს.

  • აურიეთ 1 ს/კ ქაცვის ზეთი და ამდენივე თაფლი. მალამო დაიდეთ მტკივან ადგილებზე, ან შეიყვანეთ სწორ ნაწლავში. შეგიძლიათ გამოიყენოთ თაფლისა და ნაღების კარაქის ნარევი თანაფარდობით 1:1.

  • აიღეთ შვიტის ღერო 50-100 გრ, შვრიის ჩალა-50-100 გრ ყველაფერს დაასხით 3 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში და მიიღეთ ამ ნაყენის მჯდომარე აბაზანები. წყლის ტემპერატურა 20-25 გრადუსი უნდა იყოს, აბაზანის ხანგრძლივობა - 15 წუთი, 3-ჯერ კვირაში.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.