C ვიტამინი დიდ როლს თამაშობს ჰორმონების წარმოქმნაში, ეხმარება ქალებს ძლიერი მენსტრუალური სისხლდენი დროს. თამბაქოს წევა, ალკოჰოლის მიღება, ინფექციები, გარემოს დაბინძურება ზრდის C ვიტამინის მიღების აუცილებლობას.
B ვიტამინის კომპლექსი აწესრიგებს ნივთიერებათა და ენერგიის ცვლის პროცესებს.
B6 ვიტამინი მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. B6 ვიტამინის ნაკლებობა იწვევს შიშს, დეპრესიას, უძილობას, წინამენსტრუალურ სინდრომს. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების, ალკოჰოლის მიღება, თამბაქოს წევა ზრდის ყოველდღიურ მოთხოვნილებას B6 ვიტამინზე.
E ვიტამინი დიდ როლს თამაშობს ნაყოფიერებისა და ჰორმონალური წონასწორობის შენარჩუნებაში.
მიკროელემენტებიდან მაგნიუმი აუცილებელია წინამენსტრუალური სინდრომის დროს; მნიშვნელოვანია ენერგიით მომარაგებისთვის.
კალიუმი მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის. კალიუმი მჭიდროდაა დაკავშირებული ნატრიუმთან, რომელსაც ადამიანი უზომო რაოდენობით იღებს, რაც მეტი ნატრიუმია საკვებში, იმდენად ნაკლებ კალიუმს იღებს ორგანიზმი. ბოსტნეული და ხილი კარგავს კალიუმს ხარშვისა და გადამუშავების შემდეგ.
ქრომი მნიშვნელოვანია სისხლში შაქრის წონასწორობის შესანარჩუნებლად. ქრომი შველის ქალებს პრემენსტრუალურ პერიოდში შაქრის შემცველობის ნორმალური ბალანსის აღდგენაში. ხშირია, რომ პრემენსტრუალურ პერიოდში აღინიშნება შაქრის რაოდენობის დაქვეითება, რაც აწუხებთ ქალებს, კერძოდ, იწვევს დაღლილობას, გაღიზიანებას, ტკბილეულის უზომო მოთხოვნილებას.
მენსტრუაციის დროს ქალები რეგულარულად კარგავენ რკინას, რომელსაც სისხლის წითელი სხეულები - ერითროციტები შეიცავენ. რკინის ნაკლებობა არა მარტო ძლიერმა სისხლდენამ შეიძლება გამოიწვიოს, არამედ პირიქით რკინის ნაკლებობამ - სისხლდენა.
თუთია აწესრიგებს ჰორმონალურ წონასწორობას როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. თუთია აუცილებელია ზრდის რეგულაციისთვის, კანისა და ძვლების ნორმალური განვითარებისათვის.
იოდი ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის მიერ უმნიშვნელოვანესი ჰორმონის - თიროქსინის გამომუშავებას. ეს ჰორმონი აწესრიგებს ჰორმონების წარმოქმნას და თანაფარდობას. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს ესტროგენების მომატება, უკანასკნელთა მატებამ კი -წინამენსტრუალური სინდრომი, აგრეთვე მკერდის ან ენდომეტრიუმის სიმსივნური დაავადება.
ესენციური ცხიმოვანი მჟავები ახდენენ გავლენას პროსტაგლანდინების წარმოებაზე, რომლებიც არეგულირებენ სექსუალური ჰორმონების ზემოქმედებას. მათი ნაკლებობა იწვევს მენსტრუალურ სინდრომს. მდგომარეობა ხშირად მკვეთრად უმჯობესდება, თუ მოიმატებს ესენციური ცხიმოვანი მჟავების რაოდენობა ორგანიზმში. კვების რაციონში აუცილებელია ნიგვზის ზეთს, მსხვილად დაფქვილი ხორბლის ფქვილის, გაღივებული ხორბლის, ცოცხალი ხილის, ბოსტნეულის, ზღვის წყალმცენარეების ჩართვა.