» » » 16 ძირითადი სიმპტომი, რაც მიანიშნებს რომ თქვენს ორგანიზმს კალიუმი აკლია.

16 ძირითადი სიმპტომი, რაც მიანიშნებს რომ თქვენს ორგანიზმს კალიუმი აკლია.

კალიუმის დიდი ოდენობით მიღება ორგანიზმს იცავს ისეთი საშიში დაავადებებისა და გართულებებისგან, როგორიც არის მაღალი არტერიული წნევა, ინსულტი, კუნთოვანი მასის განლევა, ძვლის მინერალური სიმკვირის დაქვეითბა, შარდ–კენჭოვანი დაავადების (კენჭების) ჩამოყალიბება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კალიუმი ორგანიზმის სითხის ბალანსის რეგულაციაში და გულის ნორმალურ ფუნქციონირებაში უმთავრეს როლს ასრულებს.

კალიუმის ნაკლებობა ორგანიზმში შეიძლება დადგინდეს შემდეგი ნიშნების მიხედვით:
  1. შესამჩნევია გონებრივი უნარის, მოსაზრებულობის დაქვეითება, თავს იჩენს გარკვეული გაუბედავობა, თვითრწმენის შესუსტება, რამდენადმე ქვეითდება მეხსიერება.

  2. უფრო ხშირად თავს იჩენს ფიზიკური და გონებრივი დაღლილობის სიმპტომები. სუსტდება ფიზიკური ამტანობა, უფრო ჩქარა იღლებიან.

  3. იზრდება სიცივისადმი მგრძნობელობა. უპირატესობა ეძლევა თბილ საჭმელს, ხშირად უცივდებათ ხელები და ფეხები.

  4. ტერფებზე ხშირად უჩნდებათ კოჟრები.

  5. ხშირად აწუხებთ კუჭის შეკრულობა.

  6. ადვილად ავადდებიან, ხშირად ცივდებიან.

  7. დროდადრო მადა ეკარგებათ, ხოლო ზოგჯერ პირღებინება აქვთ.

  8. ჭრილობები და დაბეჟილობები ნელა უშუშდებათ.

  9. კანი ხშირად ექავებათ.

  10. უფრო მეტი კბილი უფუჭდებათ, ვიდრე ჩვეულებრივ უნდა ხდებოდეს.

  11. შესაძლებელია ფერისმჭამელების გაჩენა.

  12. ზოგჯერ ქუთუთოები და პირის კუთხეები უბრუნდებათ.

  13. ხშირად ეკრუნჩხვებათ კუნთები (განსაკუთრებით ფეხისა). უფრო ხშირად ეს ღამით ხდება.

  14. ასეთ ადამიანებს უძნელდებათ მოდუნება.

  15. ხშირად ცუდი ძილი აქვთ.

  16. შეიძლება ჰქონდეთ ტკივილის შეგრძნება სახსრებში, რაც ართრიტის შთაბეჭდილებას ახდენს.
    ასაკში შესვლასთან ერთად ასეთმა ადამიანებმა მეტი რაოდენობით უნდა მიიღონ კალიუმი (საჭმელთან ერთად). როგორც წესი, საჭიროა ორჯერ გაიზარდოს კალიუმის მიღება თაფლის, ახალი ბოსტნეულის, ხილის, კენკრის სახით. კალიუმი საჭიროა არა მარტო კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად (რამდენადაც იგი მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ორგანიზმში), არამედ აგრეთვე კალიუმსა და ნატრიუმს შორის ბალანსის დაცვის მიზნით.
    [/lo]
    • წითელი წიწაკა კალიუმის მდიდარი წყაროა. იგი შეიძლება კერძში ვიხმაროთ დღეში ერთხელ ან ორჯერ.

    • კალიუმის კიდევ ერთი წყაროა წყალში გახსნილი თაფლი და ვაშლის ძმარი.

    • ყურძნის, შტოშისა და ვაშლის ერთი ჭიქა წვენი დღეში ორჯერ ორგანიზმს უზრუნველყოფს საჭირო კალიუმით.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.