» » » აი, ასეთი მარტივი და სასარგებლო საშუალებებით შეგიძლიათ ჰიპოტონიის მკურნალობა

აი, ასეთი მარტივი და სასარგებლო საშუალებებით შეგიძლიათ ჰიპოტონიის მკურნალობა

სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითების, გულის მუშაობის შესუსტებისა და სხვა ფაქტორების მიერ გამოწვეული არტერიული წნევის დაქვეითებას ეწოდება ჰიპოტონია. ავადმყოფთა ძირითად ჩივილებს მიეკუთვნება თავბრუსხვევა, ჩქარი დაღლა, ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს, ტკივილები გულის მიდამოში. სისხლის წნევა როგორც არტერიული, ისე ვენოზური დაქვეითებულია 80/40-მდე და ქვემოთ.

რეცეპტები და რეკომენდაციები
  • გულის მუშაობის გასააქტიურებლად წყლის ან ორთქლის აბაზანების მიღებამდე უნდა მიიღოთ 50-100 გ ცხოველის მოხარშული გული. აბაზანაში შესვლამდე 15 წთ-ით ადრე დალიეთ გულის ბურახი (ან ფერმენტი), მომზადებული შემდეგი სახით: აიღეთ 3 ლ წყალი, 1 ჭიქა ნაცრისფერი ერიზიმუმის, ადონისის ან შროშანის, სათითურას, სტროფანტის, სალბის, სვინტრის ბალახი, დაუმატეთ 1 ჭიქა შაქარი, 1 ჩ.კ არაჟანი. ყველაფერი ეს დააყოვნეთ 2 კვირა თბილ შენაბაში (შეიძლება რადიატორის ახლოს). ბურახის ერთჯერადი დოზა 0,5 ჭიქამდეა. ორთქლის პროცედურების შემდეგ აუცილებელია ჩაიტაროთ სხეულის მასაჟი, ორგანოებისა და კიდურების სისხლმომარაგების გასაუმჯობესებლად. ცხოველთა გულში არსებული მიკროელემენტები ხელს უწყობს გულის ქსოვილის სწრაფ აღდგენას. 10-20 მსგავსი პროცედურა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გულის მოქმედებას.
    პრაქტიკულად, შეიძლება მივაღწიოთ გულის მუშაობის დარღვევის მთლიანად აღმოფხვრას, ავადმყოფის ასაკისდა მიუხედავად. მხოლოდ, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ყოველდღიურად უნდა გამოვიყენოთ ნაცრისფერი ერიზიმუმის 0,1 დაფხვნილი ბალახი. ამ მცენარის სიმწარე ასტიმულირებს კუჭუკანა ჯირკვლის მუშაობას ინსულინის გამომუშავებაში, რომელიც შლის რა რთულ ცხიმებსა და შაქარს, უზრუნველყოფს გულის კვებას.

  • წნევას ამაღლებს შემდეგი მცენარეები: კულმუხო, კრაზანა, ასფურცელა, ეფედრა, ლიმონურას, ბრტყელეკალას ფოთლები. მცირე დოზებში ბრტყელეკალა აღაგზნებს ნერვულ სისტემას, ხოლო დიდ დოზებში თრგუნავს მას. ისეთი მცენარე, როგორიც თავკომბალაა, მცირე დოზებში ზრდის არტერიულ წნევას, ხოლო დიდ დოზებში - აქვეითებს.

  • ვჭამოთ ყოველდღე 50-50 გრ გოგრის თესლი.

  • შევურიოთ ერთმანეთს 5 ს/კ კრაზანა, 2-2 ს/კ თავშავადა მარწყვის ფოთლები. ამ ნაკრების 2 ს/კ ჩავყაროთ თერმოსში, დავასხათ 0,5 ლ მდუღარე, დავაყენოთ ღამით. ვსვათ თბილი სახით ნახევარ-ნახევარი ჭიქა 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წთ. ადრე.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.