» » » თუ ამ სავარჯიშოებს დღეში 6 წუთს დაუთმობთ, ყველაზე მიმზიდველი თეძოების მფლობელი გახდებით!

თუ ამ სავარჯიშოებს დღეში 6 წუთს დაუთმობთ, ყველაზე მიმზიდველი თეძოების მფლობელი გახდებით!

წამოწეული, მრგვალი და მკვრივი საჯდომი - არამხოლოდ ქალბატონების, არამედ მამაკაცების სურვილის ობიექტიცაა, ვინაიდან სხეულის სწორედ ამ ნაწილს მიიჩნევენ ისინი მომხიბვლელად.

თუ ამ სავარჯიშოებს დღეში 6 წუთს დაუთმობთ, ყველაზე მიმზიდველი თეძოების მფლობელი გახდებით!

არდადეგებისა და ბიკინის სეზონი დასრულდა, თუმცა, მეორე სეზონსაც ხომ უნდა შეხვდეთ? ალბათ, ყველა ოცნებობთ იდეალურ სხეულზე, სწორედ ამიტომ, მომავალ სეზონამდე გაცილებით ადრე უნდა დაიწყოთ მიზნისკენ ლტოლვა. გეყოფათ ჯდომა, დროა, საქმეს მოჰკიდოთ ხელი!

ეფექტური სავარჯიშოები თეძოებისთვის
სავარჯიშოების მთელ კომპლექსს 6 წუთი სჭირდება შესასრულებლად, ვინაიდან ერთ სავარჯიშოზე მხოლოდ 1 წუთია გათვლილი.

  1. ჩაჯდომები


    ფეხები დადგით მხრების სიგანეზე, ხელები წინ გაწიეთ, წარმოიდგინეთ, რომ წარმოსახვით სკამზე ჯდებით. მუხლები 90 გრადუსით მოხარეთ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 3 წამით, ადექით. გაიმეორეთ 1 წუთის მანძილზე.

  2. ფეხების აკვრა


    დაეყრდენით კედელს ან სკამს, რიგ-რიგობით ფეხები უკან მაქსიმალურად გაწიეთ ისე, რომ არც ზურგი მოხაროთ, არც ფეხი, ცერი მაქსიმალურად გაწელეთ და 1 წუთის მანძილზე შეასრულეთ ეს სავარჯიშო.

  3. "მაკრატელა" პირქვე


    საწყისი პოზიცია - მუცელზე წოლა. წამოწიეთ ფეხები იატაკიდან და გადააჯვარედინეთ.

  4. ფეხების აკვრა იატაკიდან


    დადექით ოთხზე, ინტენსიურ ტემპში წამოწიეთ 90 გრადუსით მოხრილი ფეხი 30წამის მანძილზე, გაიმეორეთ მეორე ფეხზეც.

  5. ხიდი


    დაწექით იატაკზე, ხელები გაწიეთ კორპუსის გასწვრივ, მოხარეთ მუხლები. წამოწიეთ მენჯები, დაჭიმეთ თეძოები, დაეშვით იატაკზე ნელა. გაიმეორეთ 1 წუთის მანძილზე.

  6. ლანჯები წინ

ფეხები მხრების გასწვრივ, ხელები - წელზე. ერთი ფეხი მაქსიმალურად გაწიეთ წინ და უკანა ფეხის მუხლი დადეთ იატაკზე, წინა ფეხი 90 გრადუსით მოხარეთ, არ გააკეთოთ ეს უხეშად. გაიმეორეთ მეორე ფეხზეც და ასე, 1 წუთის განმავლობაში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.