სასურველი ჭურჭლის გარეთა კედლები საგულდაგულოდ დააზუმფარეთ, ცემენტის ნაზავით ან კაფელის წებოთი დააწებეთ კერამიკული ჭურჭლის ნატეხები ისე, რომ დაწებებულ ნაწილებს შორის დარჩეს ფართო ნაპრალები და დაელოდეთ შრობას.
ცალკე ჭურჭელში მოამზადეთ დეკორატიული ცემენტის ნაზავი, ნახელავის მთლიანი ზედაპირი საგულდაგულოდ გაპოხეთ და ამოავსეთ ყველა ნაპრალი.
მთლიანი ქოთნის ზედაპირი მაშინვე გაწმინდეთ ნოტიო ღრუბელით და მოაცილეთ ჭარბი ცემენტის ნარჩენები.
ნახელავის სრულყოფისა და სიპრიალისთვის ქოთანი დაფარეთ 2-3 ფენა ლაქით, რომლის სრული შრობის შემდეგ იგი მზად არის ექსპლუატაციისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ნახელავზე არსებული ნაპრალების ამოვსება გსურთ სხვა ფერის დეკორატიული ცემენტით, მაშინ დეკორატიული ცემენტის ნაზავის მომზადებისას გამოიყენეთ სპეციალური პიგმენტი, რომლის მცირე ოდენობით ულუფებით დამატებისას აუცილებლად მიიღებთ სასურველი სიმკვეთრის შეფერილობას.