გაითვალისწინეთ, რომ შუშის დეკუპაჟის დროს მნიშვნელობა აქვს როგორც მინის, ასევე მისაწებებელი მასალის შეფერილობას.
წინასწარ შერჩეული ქოთანი კარგად გაასუფთავეთ, შემოახვიეთ ქაღალდი, აიღეთ ქოთნის სიმაღლის ზუსტი ზომა, მოხსენით ქაღალდი, გაფინეთ ჰორიზონტალურად და მასზე დახატეთ მოზაიკის ესკიზი.
ჩაქუჩით ფრთხილად, დიდ ნაჭრებად დაამტვრიეთ მინის ჭურჭელი, ხოლო შემდეგ მკვნეტარათ მოჭერით მინის სასურველი ფომისა და ზომის ნაწილები.
მოზაიკის ფერთა შეხამების წინასწარ განსასაზღვრად, ქაღალდზე დახატულ ესკიზზე მინის ნამტვრევებით ააწყეთ სასურველი მოზაიკა.
ცალკე ჭურჭელში მოამზადეთ ცემენტის ნაზავი.
ქოთნის კედლები დაასველეთ ფუნჯით და დაიწყეთ მოზაიკის ნაწილების ისე მიწებება, რომ მინის ნაწილებს შორის დარჩეს მცირე ზომის დაშორებები.
სამუშაოს დასასრულს, ნახელავი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დადგით ხელუხლებლად, რათა ცემენტის ნაზავი გაქვავდეს.
აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ, ცალკე ჭურჭელში მოამზადეთ დეკორატიული ცემენტის ნაზავი, გაპოხეთ ნახელავის ზედაპირი, ხოლო შედეგ, მთლიანი ქოთანი კარგად გაწმინდეთ გაწურული ნოტიო ჩვრით.
მზა ქოთანი 24 სთ-ის განმავლობაში დადგით გასაშრობად. ხოლო შემდეგ, სიპრიალისთვის დაფარეთ 2-3 ფენა ლაქით.