სამუშაოს დაწყების წინ, განსაზღვრეთ ნიჟარების განლაგების სავარაუდო მონახაზი და ცხელი სილიკონის წებოთი, წინასწარ გასუფთავებული ქოთნის კედელზე მიაწებეთ ჯერ, მხოლოდ დიდი ზომის ნიჟარები.
საყვავილე ქოთნისთვის სრულყოფილი იერსახის მიცემის მიზნით, შეგიძლიათ მიწებებული ნიჟარები სურვილისამებრ შეაფერადოთ აკრილის საღებავებით ან სიპრიალესთვის დაფაროთ 2-3 ფენა ლაქით.
მეორე მეთოდის განსახორციელებლად დაგჭირდებათ: სხვადასხვა ზომის, ფორმის და შეფერილობის ნიჟარები, თუნუქის ჭურჭელი, ტიული, წებო აეროზოლი და კერამიკული ფილების წებო.
წინასწარ გასუფთავებული თუნუქის ქოთნის გარეთა ზედაპირზე გადაჭიმეთ ტიული და დააწებეთ წებოს აეროზოლით. დაელოდეთ წებოს სრულ შრობას.
ცალკე ჭურჭელში მოამზადეთ კერამიკული ფილების წებო და ჭურჭლის ტიულიანი ზედაპირი ნაწილობრივ გაპოხეთ კერამიკული ფილების წებოთი. იგივე წებო ჩადეთ ნიჟარის შიგნითა ღრმულში და მიაწებეთ საყვავილე ქოთნად გარდაქმნილი, თუნუქის ჭურჭლის კედლებზე.
ასე, სათითაოდ მიაწებეთ ნიჟარები მანამ, სანამ სრულებით არ შეავსებთ ჭურჭლის ერთ მხარეს და დატოვებთ გასაშრობად.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როგორც კი კერამიკული წებო სრულებით გაქვავდება, ამოატრიალეთ ჭურჭელი, მისი მეორე მხარე გაპოხეთ კერამიკული ფილების წებოთი, იქაც სათითაოდ მიაწებეთ ნიჟარები და დაელოდეთ სრულ შრობას.
მას შემდეგ, რაც ჭურჭლის ზედაპირს მთლიანად დაფარავთ ნიჟარებით, ნახელავის სრულყოფის მიზნით შეგიძლიათ, მიწებებული ნიჟარები სურვილისამებრ შეაფერადოთ აკრილის საღებავებით ან სიპრიალისთვის დაფაროთ 2-3 ფენა ლაქით.