წინასწარ გასუფთავებული თიხის ქოთანი კარგად გაწმინდეთ სპირტიანი ჩვრით, გააშრეთ, ხოლო შემდეგ მთლიანი ქოთნის ზედაპირი დაფარეთ წებო ემულსიის წყალხსნარით. დაელოდეთ წებოს სრულ შრობას.
სასაჩუქრე ქაღალდი დაჭერით საშუალო ან მცირე ზომის, კვადრატული ფორმის ნაჭრებად და წებო ემულსიის წყალხსნარიანი ფუნჯით სათითაოდ დაიწყეთ მიწებება ისე, რომ ნახატების გადაბმის ადგილებში იყოს თანხვედრა.
შემოწებების დასასრულს, მთლიანი ნახელავი კიდევ ერთხელ გაპოხეთ წებო ემულსიით და დაელოდეთ სრულ შრობას.
სამუშაოს ბოლო ეტაპად, საყვავილე ქოთნის ყელი შეღებეთ სასურველი ფერის აკრილის საღებავით და საღებავის შრობის შემდეგ, ქოთანიც მზად არის, თუმცა ნახელავის დაზღვევის მიზნით, იგი შეგიძლიათ დაფაროთ 2-3 ფენა ლაქით.