საიდუმლო არაა, რომ სილამაზის სალონში წასვლა თითქმის იდეალურ მდგომარეობას გვპირდება ხელის კანისა. და მაინც, შეგიძლიათ, ძვირადღირებული პროცედურების ნაცვლად კვირაში 10 წუთი დახარჯოთ თქვენი ხელების საკეთილდღეოდ.
რჩევების რედაქცია გიზიარებთ რეცეპტს ნიღბისა, რომელიც ერთდროულად ღრმად წმენდს კანს, აახალგაზრდავებს, აღიავებს მას და არბილებს ნუნებსაც.
ხელების მოვლა საშინაო პირობებში
ჩვენი ხელები ყველაზე მგრძნობიარე ადგილია. მათზე მუდმივად მოქმედებს მზის სხივები და საყოფაცხოვრებო ქიმია, ასევე, ექვემდებარება მექანიკურ დაზიანებებს. ცხიმების კანქვეშა ფენა, რომელიც კანზე ამ დატვირთვას შეამცირებდა, ხელებზე ძალიან თხელია. შედეგად, კანი იწყებს დაბერებას უკვე 20 წლიდან.
საჭმლის მომზადება, დალაგება და სიმშრალე ხელებს უფრო აბერებს, ვიდრე დრო. 30-40 წლის შემდეგ კი ხელის გარე მხარეს ჩნდება პიგმენტური ლაქები და ჭორფლები - მზეზე ყოფნის შედეგი.
საბედნიეროდ, საშინაო პირობებში შესაძლებელია ისეთი საშუალების მომზადება, რომელიც მოუხდება ნებისმიერ ადამიანს. 60 წლის ასაკში ხელები 40 წლისას დაემსგავსება, თუ ნიღაბს რეგულარულად გაიკეთებთ.
ხელების ნიღბის რეცეპტი
ინგრედიენტები
- 2 ს.კ. მარილი (უმჯობესია ზღვის)
- 2 ს.კ. საკვები სოდა
- 3 ს.კ. სახის ქაფი (ან დასაბანი გელი)
როცა მასა მზად იქნევა, წაისვით ხელებზე, იმოძრავეთ თითებიდან იდაყვებამდე. მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ სოდის ნიღაბი, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ნუნებს. იგი ძალიან სწრაფად რბილდება და თქვენთვის არ იქნება რთული მისგან ფენის მოშორება. თხევადი ნიღაბი სულ უფრო გაშრება და შეიწოვება, თქვენ კი არ გაჩერდეთ. შეიზილეთ ხელები ყველა მხრიდან 10 წუთის მანძილზე, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
- თხელი თმები ხელებზე 1/3-1/4ჯერ შემცირდება და შეწყვეტს ზრდას;
- კანი გათეთრდება პირველივე პროცედურის შემდეგ, პიგმენტური ლაქები და ჭორფლები დროთა განმავლობაში გაღიავდება და სულ გაქრება;
- ხელის გულზე არსებული კოჟრები დარბილდება და გაგივლით;
- კანი დარბილდება და დაგლუვდება პირველივე გამოყენების შემდეგ, ვინაიდან სოდის ნიღაბი იდეალური სკრაბიცაა;
- ნუნების მოჭრა აწი მტკივნეული აღარ იქნება.
პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ.