» » » არ დაგეზაროთ ხელების მაღლა წამოწევა! ამისთვის ოთხი სერიოზული მიზეზი არსებობს

არ დაგეზაროთ ხელების მაღლა წამოწევა! ამისთვის ოთხი სერიოზული მიზეზი არსებობს

ირგვლივ ყველაფერი ჩვენი კომფორტისთვის კეთდება: სახლებში სინათლის ჩამრთველებიც კი დაშვებული ხელის სიმაღლეზეა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ხელების პერიოდულად მაღლა აწევა აუცილებელია.



ფიზიოთერაპევტები გვირჩევენ ამის გაკეთებას სხვადასხვა მიზეზის გამო. სულ ერთი მარტივი სავარჯიშო გამოიწვევს ორგანიზმის განახლებას და ხელს შეუშლის უამრავი დაავადების გაჩენას. გინდათ იყოთ ჯანმრთელი? ხელები მაღლა!

საუკეთესო ექიმების რჩევები
  1. ხელების მაღლა წამოწევის დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ნაკლებად დაკლაკნულია, რაც საკვების უკეთ გავლას უზრუნველყოფს. ამრიგად, უმჯობესდება პერისტალტიკა, ხდება ლპობისა და ფერმენტირების პროცესების, დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა.


  2. ხელების წამოწევით ხელს უშლით მათ ჩამოკიდებას. ჩამოკიდებული ხელები ადეფორმირებს ხერხემალს, რის შედეგადაც ოსტეოქონდროზი და სხვა დაავადებები ვითარდება. ხელების წამოწევით ხერხემალს წელავთ, ავითარებთ მოქნილობას.


  3. ასაკთან ერთად მკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოები, თითქოსდა, ადგილს იცვლის. მაგალითად, არსებობს ტერმინი "მწოლარე გული". ეს ეხება სხვა ორგანოებსაც. ხელების წამოწევით თქვენ წევთ შინაგან ორგანოებსაც. გარდა ამისა, ჩამოშვებული ორგანოების დროს ეკიდება მუცელი, სუსტდება მუცლის პრესი. ხელების წამოწევით აძლიერებთ მუცლის კუნთებს.


  4. კარგია ხელების წამოწევა არამხოლოდ ჭამის, არამედ სმის შემდეგაც. ამ შემთხვევაში წყალი არ კავდება ორგანიზმში, სწრაფად გადის ნაწლავებს, აშორებს კედლებს ნადებს და გამოდის ორგანიზმიდან. ჭამამდე 20-30 წუთით ადრე მიიღეთ 1-1.5 ჭიქა უბრალო წყალი და წამოწიეთ ხელები: დაიჭირეთ ისინი პარალელურად და შეკარით თითები, ოდნავ გაიწელეთ მაღლა და გაიარეთ ამ მდგომარეობაში.


    ახლა უკვე იცით, რატომ უნდა წამოწიოთ ხელები მაღლა. დაუთმეთ ამ სავარჯიშოს დღეში 10-15 წუთი ისე, რომ არც ადგეთ სამუშაო სავარძლიდან.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.