» » » მოიშორეთ ასაკობრივი პიგმენტური ლაქები ხელებზე, შინ მომზადებული ნიღბის გამოყენებით

მოიშორეთ ასაკობრივი პიგმენტური ლაქები ხელებზე, შინ მომზადებული ნიღბის გამოყენებით

ხელები ასაკს ისევე გასცემენ, როგორ თვალის ირგვლივ კანი, ხანდახან, უფრო მეტადაც. თუ სახის გაახალგაზრდავება სპეციალური პრეპარატებისა და კოსმეტიკის გამოყენებით შეგიძლიათ, ხელების მოვლა გაცილებით რთულია, არადა ისინი ქალის სავიზიტო ბარათია.

კარგად ვიცით, რომ სილამაზის სალონში თითქმის გარანტირებულია კანის მდგომარეობის გაუმჯობესება, თუმცა ეს სიამოვნება საკმაოდ ძვირი ღირს. უმჯობესია, დაუთმოთ კვირაში 10 წუთი საკუთარ ხელებს შინ. Rchevebi.com-ის რედაქცია წარმოგიდგენთ რეცეპტს ნიღბისა, რომელიც ღრმად წმენდს კანს, აახალგაზრდავებს და ანიჭებს სიქათქათებს, არბილებს ნუნებს.

ხელების მოვლა საშინაო პირობებში


ჩვენი ხელები ყველაზე მგრძნობიარე ადგილია. ამ მონაკვეთში კანი მუდმივად განიცდის მზისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის ზემოქმედებას, ასევე, ექვემდებარება მექანიკურ დაზიანებას. ცხიმის კანქვეშა ფენა, რომელიც მცირდება კანზე ზემოქმედების შედეგად, ხელებზე ძალიან თხელია. შედეგად, კანი დაბერებას უკვე 20 წლიდან იწყებს.

მზარეულობა, დალაგება და სიმშრალე ხელების დაბერების პროცესს უფრო უწყობს ხელს, ვიდრე დრო. 30-40 წლის შემდეგ კი იწყებს გაჩენას პიგმენტური ლაქები და ჭორფლები - ეს მზის დამსახურებაა.



საბედნიეროდ, ხელების მოვლა საშინაო პირობებშიც შეიძლება. ჩვენ მიერ შემოთავაზებული ნიღაბი მოუხდება ნებისმიერი ასაკის ქალბატონს. თუ რეგულარულად ჩაიტარებთ ამ პროცედურას, კანი ხელებზე გაახალგაზრდავდება.

რეცეპტი ხელის ნიღბისთვის


ინგრედიენტები
  • 2 ს.კ. მარილი (უმჯობესია ზღვის)
  • 2 ს.კ. საკვები სოდა
  • 3 ს.კ. სახის ქაფი (ან სახის დასაბანი გელი)
თუ ზღვის მარილს გამოიყენებთ, წინასწარ უნდა დააფქვიოთ. შეურიეთ იგი სოდასა და სახის ქაფს. შეურიეთ სანამ არ მიიღებთ არაჟნის კონსისტენციამდე(1 წუთი მაინც უნდა მოურიოთ).



როცა მასა მზად იქნება, წაისვით იგი ხელებზე, თითის ბოლოებიდამ იდაყვებამდე. მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ ნიღაბი და ყურადღებით იყავით ნუნებთან. იგი ძალიან სწრაფად რბილდება და მარტივად მოხსნით ფენას ფრჩხილით. თხევადი ნიღაბი სულ უფრო კარგად შეიწოვება, თქვენ კი არ შეჩერდეთ, კარგად დაიზილეთ ხელები ყველა მხარეს 10 წუთის მანძილზე, შემდეგ კი დაიბანეთ თბილი წყლით. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.



  • თხელი თმები ხელებზე 3-4ჯერ შემცირდება და შეწყვეტს ზრდას.
  • კანი გათეთრდება პირველივე პროცედურის შემდეგ, პიგმენტური ლაქები და ჭორფლები დროთა განმავლობაში გათეთრდება ან გაქრება.
  • ხელებზე კოჟრები დარბილდება და გაქრება.
  • კანი დარბილდება და დაგლუვდება პირველი ცდიდან, რადგან სოდა და მარილი იდეალური სკრაბია.
  • ნუნების მოჭრისას ტკივილს აღარსდროს აღარ იგრძნობთ.


ეს პროცედურა კვირაში მხოლოდ ერთხელ უნდა გაიმეოროთ, შედეგს კი სულ რამდენიმე პროცედურაში უკვე ყველა შეამჩნევს. გისურვებთ წარმატებას!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.