» » » დიეტა გამოშრობის ეფექტით: ნაწლავების მძლავრი წმენდა მხოლოდ 1 დღეში

დიეტა გამოშრობის ეფექტით: ნაწლავების მძლავრი წმენდა მხოლოდ 1 დღეში

კიტრის სეზონი კარგი დროა იმისთვის, რომ იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. დღეს ჩვენ გაგაცნობთ მსუბუქ დიეტას, რომელიცბ ნაწლავების გაწმენდასა და 3 კგ-ს დაკლებაში დაგეხმარებათ სულ რაღაც 1 დღეში. იგი ორგანიზმიდან გამოდევნის ჭარბ სითხეს, "გამოაშრობს" სხეულს და დააჩქარებს ნივთიერებათა მიმოცვლას. მეორე დღეს თქვენ ენერგიის მოზღვავებასა და მთელ სხეულში სიმსუბუქეს იგრძნობთ.

დაგეგმეთ განტვირთვის დღე უქმეებზე, როცა სახლში იქნებით მთელი დღე: ფაფას ძლიერი კუჭის ამშლელი ეფექტი აქვს, ამიტომ საპირფარეშოს ძალიან ნუ მოშორდებით. პროგრამის მენიუშია: 2 მოხარშული კვერცხი, 12 ც საშუალო ზომის კიტრი, 0.5ლ უცხიმო კეფირი, ახალი მწვანილი გემოვნებით - კამა, მწვანე ხახვი ან ოხრახუში.

კეფირი-კიტრის ფაფა გასახდომად


დიეტა მოიცავს საკვების 4 მიღებას:
  1. დილის 9 და საღამოს 6 საათებზე მოამზადეთ ფაფა კვერცხის გარეშე: დახეხეთ 3 კიტრი მსხვილად, დაუმატეთ 3-4 ს.კ. კეფირი, მორთეთ ნებისმიერი მწვანილით. შეგიძლიათ დაუმატოთ დაჭყლეტილი ნივრის კბილიც. მარილი აკრძალულია. ეცადეთ, კარგად დაღეჭოთ საკვები - რაც ნელა, მით უკეთესი.


  2. შუადღეს და დღის 3 საათზე მოამზადეთ ფაფა იგივე რეცეპტით, ოღონდ თითო კვერცხის დამატებით. საკვების მიღებებს შორის მიირთვით ბევრი წყალი. ყველა სასმელი უნდა აამჟავოთ ლიმონის წვენის ან ვაშლის ძმრის ერთი წვეთით.

საკვების ბოლო მიღების შემდეგ გადადით წყალსა და მწვანე ჩაიზე.

დიეტის მეორე დღეს ცხიმების წვა გრძელდება. შეზღუდეთ ხორცის, ცხიმიანი საკვებისა და ალკოჰოლის მიღება. იკვებეთ დღეში ხუთჯერ, მცირე ულუფებით.


ასეთი განტვირთვის დღე მოაწყვეთ ყოველ კვირას. საუკეთესო ეფექტის მისაღწევად დღეში მიირთვით 1.5 ლ სუფთა წყალი, ცხელ დღეებში - 2ლ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.