» » » მსუყე მინუსი - 3 დღეში 4 კგ-ს დაკლება შიმშილის გარეშე სავსებით შესაძლებელია.

მსუყე მინუსი - 3 დღეში 4 კგ-ს დაკლება შიმშილის გარეშე სავსებით შესაძლებელია.

პრაქტიკულად ყველა ადამიანს უყვარს კარტოფილი - ეს ძალიან გემრიელი ბოსტნეულია, რომლისგანაც უამრავი საოცარი კერძის მომზადებაა შესაძლებელი, თუმცა ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ მისი დახმარებით წონის დაკლებაც კი შესაძლებელია.



კარტოფილის დიეტა

დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილ კვების მენიუს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ყველაზე გემრიელი და ნოყიერი გზა წონის დასაკლებად. ის გათვლილია 3 დღეზე, ისევე როგორც ნებისმიერი სახის მონოდიეტა.



კარტოფილის შეგროვების სეზონი - იდეალური პერიოდი მოცემული დიეტის დასაცავად. სწორედ ამ დროსაა გაჯერებული ნაყოფი რაოდენობით მაქსიმალური სასარგებლო ნივთიერებებით და გამოირჩევა მაღალი საკვები ღირებულებით.



კარტოფილის დიეტის დაცვა საკმაოდ მარტივია აბსოლიტურად ყველა ადამიანისთვის, რადგან ეს ბოსტნეული საკმაოდ ნოყიერია და შეიცავს დიდი რაოდენობით მცენარეულ ცილას.

მენიუ პირველი დღისთვის

საუზმე: 1 მოხარშული კარტოფილი უმარილოდ, 200 მლ უცხიმო კეფირი.
სადილი: 2 ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი, მწვანე ჩაი უშაქროდ.
ვახშამი: 200 მლ უცხიმო კეფირი ან მაწონი დანამატების გარეშე.

მენიუ მეორე დღისთვის

საუზმე: 200 მლ კეფირი.
სადილი: 2 ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი, მწვანე ჩაი უშაქროდ.
ვახშამი: 1 მოხარშული კარტოფილი უმარილოდ, 200 მლ უცხიმო კეფირი.

მენიუ მესამე დღისთვის

საუზმე: 1 მოხარშული კარტოფილი უმარილოდ.
სადილი: 1 მოხარშული კარტოფილი უმარილოდ, 200 მლ უცხიმო კეფირი.
ვახამი: 200 მლ კეფირი.

ძალზედ მნიშვნელოვანაი საღამოს საათებში 2 ჭიქა ლიმონიანი წყლის მიღება. 1 ჭიქა წყალზე - ნახევარი ლიმონის წვენი. ასე თქვენ გააძლიერებთ კარტოფილის დიეტის ეფექტს და შეძლებთ მაქსიმალური რაოდენობით კილოგრამების მოშორებას, თანაც დილით, გაღვიძებისას საოცრად მსუბუქად იგრძნობთ თავს. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, დღის განმავლობაში თქვენ უნდა მიიღოთ მინიმუმ 1,5 ლიტრი წყალი. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია წონის დასაკლებად!

პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემიძლია გითხრათ, რომ მოცემული დიეტა მართლაც ეფექტურია. მისი დახმარებით 3 დღეში 3 კილოგრამის დაკლება შევძელი, თანაც დიეტის დაცვის დროს შიმშილის შეგრძნებას არც კი შევუწუხებივარ.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.