სწრაფი, გემრიელი კომბოსტოს მარინადი
ინგრედიენტები
- 2-3 კგ თეთრთავა კომბოსტო
- 9 ს.კ. შაქარი
- 1.5 ლ წყალი
- 200 მლ 9%-იანი ძმარი
- 2-3 სტაფილო
- 5-6 კბილი ნიორი
- 1 ჩ.კ. დაფქული წიწაკა
- ჩაასხით ქვაბში წყალი, დაუმატეთ მარილი, შაქარი, ძმარი და დაფქული წიწაკა. აადუღეთ.

- გარეცხეთ კომბოსტო, ამოჭერით ღერძი და დაყავით თითოეული თავი 8-10 ნაწილად.

- გათალეთ და დახეხეთ სტაფილო მსხვილად.

- დაჭერით ნიორი.

- ბოსტნეული მოათავსეთ შესაფერის ჭურჭელში და დაასხით მარინადი.

- როცა სითხე გაგრილდება, შედგით ჭურჭელი მაცივარში 1 დღით. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მეტი სანელებელი გამოიყენოთ, რათა კომბოსტოს გემო უფრო გაჯერებული გამოვიდეს.

