» » » სტაფილო კორეულად: ყველაზე სწრაფი და საუკეთესო ვარიანტი, რომელსაც დიდხანს ვეძებდი

სტაფილო კორეულად: ყველაზე სწრაფი და საუკეთესო ვარიანტი, რომელსაც დიდხანს ვეძებდი

სტაფილო კორეულად - ეს არაა კორეული ტრადიციული კერძი, იგი კორეელმა ემიგრანტებმა მოიგონეს პეკინური კომბოსტოს სალათის საფუძველზე. ვინაიდან ჩვენს რეგიონში რთული იყო პეკინური კომბოსტოს შოვნა, მათ გამოიყენეს სტაფილო, რომელმაც კომბოსტო შესანიშნავად ჩაანაცვლა.



ასეთი სალათის თავისებური გემო აუცილებლად მოგეწონებათ. ცხარე კორეული სტაფილო გამოიყენება როგორც ცალკეული გარნირი და უმატებენ სხვადასხბა სალათში, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.


ჩვენს მკითხველს ამ სალათის რეცეპტს ვთავაზობთ, რათა საჭირო მომენტში შეეძლოთ მისი გამოყენება.
ინგრედიენტები
  • 1 კგ სტაფილო
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 2 ს.კ. 9%-იანი ძმარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 70 გ მცენარეული ცხიმი
  • მსხვილად დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით
  • 4-6 კბილი ნიორი
  • კონა ქინძი (სურვილისამებრ)
  • მწიკვი კორიანდრი (სურვილისამებრ)
მომზადება
  1. გათალეთ სტაფილო და დახეხეთ სპეციალურ სახეხზე, რათა გრძელი ზოლები მიიღოთ. რაც უფრო გრძელია - მით უკეთესი.


  2. მოაყარეთ შაქარი და მარილი, მოასხით ძმარი და კარგად ურიეთ ხელებით 3 წუთით მაინც, რათა სტაფილომ წვენი გამოუშვას.


  3. გააჩერეთ სტაფილო 15 წუთით. დაუმატეთ წითელი წიწაკა და ისევ მოურიეთ ხელებით.
  4. გააცელეთ ტაფაზე ზეთი, მორწყეთ ამით სალათი და ისევ მოურიეთ.


  5. დაუმატეთ დაჭრილი ნიორი, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 10-15 წუთით.
  6. დაუმატეთ დაფქული ან ახალი ქინძი. თუ ვერ ითმენთ, შეგიძლიათ მაშინვე მიირთვათ, თუმცა უმჯობესია, აცადოთ სტაფილოს ორი საათით გაჩერება ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ კი შედგათ მაცივარში.

უგემრიელესი სტაფილოს სალათი მზადაა, გემრიელად მიირთვით.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.