» » » კომბოსტოს დამწნილების რეცეპტები, რომლებიც დედაჩემის დატოვებულ კულინარიულ დღიურში ვიპოვე

კომბოსტოს დამწნილების რეცეპტები, რომლებიც დედაჩემის დატოვებულ კულინარიულ დღიურში ვიპოვე

ყოველ სახლშია კომბოსტოს მწნილის მომზადების პირადი, საყვარელი რეცეპტი და იგი, ოჯახური რელიქვიის მსგავსად, თაობიდან თაობას გადაეცემა. თუმცა, ინტერნეტში იმდენი საინტერესო რეცეპტია, რომ შეგიძლიათ ოჯახის წევრები მუდმივად გააოცოთ ახალი გემოთი.



შეგვიძლია უსასრულოდ ჩამოვთვალოთ კომბოსტოს დამწნილების გზები, თუმცა ამისთვის დრო არ გვეყოფა, ამიტომ წარმოგიდგენთ კომბოსტოს დამწნილების რამდენიმე საუკეთესო რეცეპტს, რომლებიც აუცილებლად უნდა სცადოთ.



მოსამზადებლად, უმჯობესია, აიღოთ საშუალო ან გვიანი სახეობის კომბოსტო. იგი არ უნდა იყოს გაყინული, წინააღმდეგ შემთხვევაში, მწნილი რბილი გამოვა.



შეგიძლიათ, კომბოსტოს ცოტაოდენი პირშუშხა დაუმატოთ - იგი არ მისცემს კომბოსტოს დარბილების საშუალებას.


მოცხარი რეცეპტში კომბოსტოს ხანგრძლივ ხრაშუნს გპირდებათ.

კომბოსტოს მწნილი 1 დღეში
ინგრედიენტები
  • 2.5 კგ თეთრი კომბოსტო
  • 700 გ სტაფილო
  • 4 კბილი ნიორი
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 100 მლ 9%-იანი ძმარი
  • 1 ლ წყალი
  • 70 გ მარილი
  • 100 გ მარილი
  • 12 მარცვალი წიწაკა
  • 5 ცალი მიხაკი
  • 4 დაფნის ფოთოლი
მომზადება
  1. დაჭერით კომბოსტო;
  2. დახეხეთ სტაფილო მსხვილად, ნიორი დაჭერით ფირფიტებად;
  3. შეურიეთ ბოსტნეული და ჩატკეპნეთ ქვაბში;
  4. აადუღეთ წყალი, ჩაასხით ძმარი, ზეთი, დაუმატეთ მარილი, შაქარი, დაფნის ფოთლები, წიწაკის მარცვლები, მიხაკი;
  5. გააგრილეთ მარინადი და დაასხით ბოსტნეულს;
  6. დაადეთ კომბოსტოს თეფში და ზემოდან წონა (წყლით სავსე ქვაბი გამოდგება). გააჩერეთ 10 საათით ოთახის ტემპერატურაზე;
  7. შემდეგ, სურვილისამებრ, მოათავსეთ კომბოსტო მარინადთან ერთად სამლიტრიან ქილაში. გააჩერეთ მაცივარში 12 საათით.
კომბოსტო გურულად


ინგრედიენტები
  • 1 თავი თეთრი კომბოსტო
  • 1 ჭარხალი
  • 1-2 თავი ნიორი
  • ერთი ცალი ცხარე წიწაკა
  • 4-6 შავი წიწაკის მარცვალი
  • მარილი გემოვნებით
  • ადუღებული წყალი
მომზადება
  1. დაჭერით კომბოსტო ნაჭრებად თავის ყუნწიანად; ჭარხალი - რგოლებად, ცხარე წიწაკა პატარა ნაჭრებად. გაწმინდეთ ნიორი.
  2. ღრმა ქვაბში ჩაალაგეთ ფენებად: კომბოსტოს ნაჭრები, შემდეგ ჭარხლის რგოლები, შემდეგ ნივრის კბილები და ცხარე წიწაკის ნაჭრები, შავი წიწაკის მარცვლები. მხოლოდ ფენებად დაალაგეთ ისე, რომ ქვაბის კიდეებამდე 5 სმ-მდე ადგილი დატოვოთ.
  3. მეორე ქვაბში აადუღეთ წყალი და დაუმატეთ მარილი.
  4. ამ წყლით ჩაალბეთ ბოსტნეულის ფენები, დაადეთ თეფში და დაახურეთ თავსახური.
  5. 4-5 დღეში მწნილი მზადაა. მისი გემო ჭარხლის ბურახს მოგაგონებთ და, სხვათაშორის, იგი კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის ძალიან სასარგებლოა.
სწრაფი მომზადების ცხარე კომბოსტო


ინგრედიენტები
  • 2 კგ კომბოსტო
  • 4 სტაფილო
  • 4 კბილი ნიორი
  • 10 მარცვალი წიწაკა
  • 5 ც მიხაკი
  • 4 დაფნის ფოთოლი
  • 1/2 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 1/2 ჭიქა 9%-იანი ძმარი
მომზადება
  1. დაჭერით ახალი კომბოსტო, დახეხეთ სტაფილო მსხვილად, წვრილად დაჭერით ნიორი.
  2. მოამზადეთ მარინადი - 1ლ წყალში ჩაყარეთ 2 ს.კ. მსხვილი მარილი და 1/2 ჭიქა შაქარი. დაუმატეთ წიწაკა, მიხაკი, დაფნა და აადუღეთ სითხე 10 წუთით. ამის შემდეგ დაუმატეთ მცენარეული ზეთი და ძმარი, აცადეთ გაგრილება და დაასხით კომბოსტოს.
  3. დაადეთ სიმძიმე, სანამ ბოლომდე არ გაგრილდება. გადადეთ სამლიტრიან ქილაში და შეინახეთ მაცივარში ერთი დღით. კომბოსტო მოხმარებისთვის მზადაა.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.