» » » ხალხური მეთოდები, რომლის გამოყენებისას კოჟრი 2-3 პროცედურის შემდეგ ქრება

ხალხური მეთოდები, რომლის გამოყენებისას კოჟრი 2-3 პროცედურის შემდეგ ქრება

კოჟრი გავრცელებული დაავადებაა და მუდმივი ტრავმატიზაციის შედეგია. იგი უფრო ხშირია ფეხისგულებზე, განსაკუთრებით ზურგით ზედაპირზე. კოჟრი სხვადასხვა ზომის შეიძლება იყოს, მკვრივი, შეხებისას მტკივნეული, ყვითელი ფერის გასქელებული კანით დაფარული. ზოგჯერ კოჟრის ანთება და დაჩირქება იწყება.
კოჟრის მოცილება უკეთესია სპეციალურ კაბინეტებში. შინაურ პირობებში ექიმის დანიშნულებით კოჟრზე შეიძლება წაისვათ კოლოდიუმი - 10%, რძის მჟავა ან სალიცილმჟავა, ანდა დაიდოთ საკოჟრე სალბუნი. დარბილებული რქოვანა მასის მოცილების შემდეგ საჭიროა A ვიტამინის შემცველი კრემის წასმა.

ხალხური მეთოდები კოჟრის მოსაცილებლად:
  • ახალ კვერცხს დავასხათ ძმრის ესენცია, ჭურჭელს დავახუროთ თავზე და გავაჩეროთ 3 დღე ბნელ ადგილას. კვერცხი მთლიანად იხსნება და წარმოიქმნება მალამო. წავისვათ მალამო კოჟრზე და დავაფიქსიროთ პლასტირით. კოჟრის ირგვლივ კანზე ვაზელინი წავისვათ. პროცედურა კოჟრის გაქრობამდე გავიმეოროთ.

  • გავსრისოთ ბაბუაწვერას ფოთოლი ან ნიორი, ან ლიმონის რბილობი. მიღებული მასა დავიდოთ კოჟრზე და დავაფიქსიროთ პლასტირით. კოჟრის დარბილებული ზედა ფენა პემზით მოვიშოროთ. პროცედურა კეთდება კოჟრის მოცილებამდე. ზედა ფენის მოცილების შემდეგ - წავისვათ გულყვითელას მალამო.

  • კარგად დავითბუნოთ ფეხები ცხელ წყალში და დავიდოთ კოჟრზე ნებისმიერი წიწვოვანი ხის გირჩა (ნაძვის, სოჭის, ფიჭვის) მთელი ღამით. პროცედურა გავიმეოროთ კოჟრის გაქრობამდე. ის შეიძლება 2-3 პროცედურის შემდეგ გაქრეს.

  • 3-4 კბილ გასუფთავებულ ნიორს დავასხათ 3 ჭიქა ვაშლის ძმარი და დავაყენოთ 2 კვირა. დავასველოთ ტილოსნაჭერი ძმარში და ძილის წინდა დავიდოთ კოჟრზე, პროცედურა ისევ გავიმეოროთ.

  • შევიზილოთ კოჟრზე ნივრის წვენი ან დაჭყლეტილი ნიორი 3-ჯერ დღეში, სულ - 10-15 პროცედურა.

  • კოჟრი უმტკივნეულოდ ცილდება, თუ ფეხებს ნიშადურის სპირტიან აბაზანაში ჩავყოფთ.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.