» » » უმარტივესი პროცედურები კოჟრებისგან თავის დასაღწევად...

უმარტივესი პროცედურები კოჟრებისგან თავის დასაღწევად...

კოჟრი, ჩვეულებრივ, კანის ხანგრძლივი სრესის ან მასზე მუდმივი ზეწოლის შედეგად ჩნდება. მშრალი კოჟრი ფაქტობრივად კანის გარქოვანებული უბანია ეპითელური შრის უჯრედების კვდომისა და მის ადგილზე შემაერთებელი ქსოვილის განვითარების გამო, სველი კოჟრი კი ლიმფით სავსე ბუშტუკია. კოჟრი ამა თუ იმ დაავადების ადრეული სიგნალია, ის მაშინ ჩნდება, როცა დაავადება სუსტ ადგილს ეძებს და იწყება. ესაა-ცვლილებები სახსრების, ხერხემლის არეში, ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი სისტემის მუშაობაში.

მკურნალობა ხალხური საშუალებებით:
  • თითებს შორის არსებულ კოჟრზე დილით ტალკი მოვიყაროთ, ხოლო საღამოს - წავისვათ რომელიმე მკვებავი კრემი.

  • შავი ქლიავი მოვხარშოთ რძეში, მოვაშოროთ კურკა და ცხელი დავიდოთ კოჟრზე. პროცედურა ყოველდღე გავიკეთოთ.

  • კოჟრზე წავისვათ კრემი, ზემოდან დავიდოთ ახალი ნივრის თხელი ფირფიტა, დავაფაროთ ცელოფანი და მჭიდროდ შევიხვიოთ 3-4 სთ. შემდეგ ნახვევი მოვიხსნათ და ფეხები თბილ წყალში დავითბუნოთ. მოვაშოროთ კოჟრის დარბილებული ფენა და ისევ კრემი წავუსვათ.

  • შევიზილოთ კოჟრში ვარდის ხის ზეთი - დილით და საღამოს. 2 კვირაში კოჟრი ქრება.

  • წავისვათ კოჟრზე ნივრის წვენი ან დაჭყლეტილი ნიორი 3-ჯერ დღეში, სულ - 10-15 პროცედურა.

  • 3-4 კბილ გასუფთავებულ ნიორს დავასხათ 3 ჭიქა ვაშლის ძმარი და დავაყენოთ 2 კვირა. დავასველოთ ტილოსნაჭერი ძმარში და ძილის წინ დავიდოთ კოჟრზე, დილით პროცედურა ისე გავიმეოროთ.

  • ზაფხულში ღამით წავისვათ კოჟრზე ქრისტესისხლას წვენი, დილით კომპრესი მოვიხსნათ და პემზით მოვიშოროთ დარბილებული კოჟრი. გამშრალებულ ფეხზე წავისვათ მკვებავი კრემი, ჩავიცვათ ბამბის წინდები.

  • ქრისტესისხლა გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, მიღებული მასა დავიდოთ კოჟრზე, დავაფაროთ კომპრესის ქაღალდი, დავაფიქსიროთ და წამოვიცვათ წინდა. დილით კომპრესი მოვიხსნათ. კოჟრი გათეთრდება და დარბილდება. მკურნალობა მანამდე გრძელდება, სანამ კოჟრის ძირი მთლიანად არ ამოვა.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.