» » » როგორ მოვიცილოთ კოჟრი მარტივად და უმტკივნეულოდ

როგორ მოვიცილოთ კოჟრი მარტივად და უმტკივნეულოდ

კოჟრი მოყვითალო ფერის კანის ზედა რქოვანა შრის შემოსზღვრული ზრდაა, რომელიც სოლივით აწვება კანს და იწვევს ნერვულ დაბოლოებებზე ზეწოლას. ამრიგად, კოჟრი გვაძლევს ინფორმაციას ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობის შესახებ, გვეხმარება დიაგნოზის დასმაში. ამიტომ ყველანაირი საშუალება უნდა ვიხმაროთ მის მოსაცილებლად.

ხალხური რეცეპტები:
  • გასუფთავებული ხახვი გავჭრათ შუაზე და დავასხათ სუფრის ძმარი, დავაყენოთ სიბნელეში 12-15 დღე. ხახვის 2-3 ფურცელი ამოვიღოთ ძმრიდან და დავიდოთ მტკივნეულ ადგილას დილას და საღამოს, კოჟრის ირგვლივ კანზე ზეთი წავისვათ. კოჟრი 2-3 დღეში ქრება.

  • ძილის წინ ცხელ წყალში ჩავყოთ ფეხები, შემდეგ კარგად გავიმშრალოთ და დავიდოთ კოჟრზე ლიმონის რბილობი. პროცედურა ტარდება 25 დღის განმავლობაში.

  • ხახვი ამოვღრუტნოთ კოჟრის ზომაზე, ბამბა დავასველოთ ძმრის ესენციაში, ჩავდოთ სახეხზე გაკეთებულ ჩაღრმავებაში და დავიდოთ კოჟრზე, დავიმაგროთ სახვევით 4სთ-ით (უმჯობესია მთელი ღამით). 7-10 პროცედურის შემდეგ კოჟრი უნდა მოვარდეს.

  • მტკივნეულ ადგილას დავიდოთ ვირისტერფას დაქუცმაცებული ფოთოლი.

  • ძველი კოჟრის მოსაცილებლად გამოიყენება კოჟრის სითხე და პლასტირი, რომელიც აფთიაქებში იყიდება. კოჟრის სითხეს აწვეთებენ უშუალოდ კოჟრზე, ასევე პლასტრისაც. დილით პლასტირი მოვსხსნათ და გავიკეთოთ საპნიან-სოდიანი აბაზანა (5-7 წთ). პროცედურა 2-3 -ჯერ გავიმეოროთ.

  • კოჟრი უმტკივნეულოდ ცილდება, თუ ფეხებს ნიშადურის სპირტიან აბაზანაში ჩავყოფთ.

  • თუ კოჟრი ვიწრო ფეხსაცმელის ტარებისას გაჩნდა-გამოვიყენოთ წიწაკა. რამდენიმე ცხარე წიწაკას დავასხათ მდუღარე წყალი და გავიკეთოთ აბაზანა. კოჟრი 4-5 პროცედურის შემდეგ გაქრება.

  • კარგია, თუ კოჟრს ახალი პომიდვრით ან ტომატის პასტით დავისრისავთ, ასევე კარგია ბაბუაწვერას და ქრისტესისხლას წვენიც.

  • სუროს ნაყენში დასველებული დოლბანდის ტამპონი დავიდოთ კოჟრზე და პლასტირით დავაფიქსიროთ, დილით პლასტირი მოვიხსნათ და დავიდოთ სუროს ზეთის კომპრესი. მკურნალობის კურსი - 3 კვირა.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.