» » » მარტივი და უმტკივნეულო პროცედურები კოჟრების მოსაცილებლად

მარტივი და უმტკივნეულო პროცედურები კოჟრების მოსაცილებლად

კოჟრი - მოყვითალო ფერის კანის ზედა რქოვანა შრის შემოსაზღვრული ზრდაა, რომელიც სოლივით აწვება კანს და იწვევს ნერვულ დაბოლოებებზე ზეწოლას. კოჟრი ტერფის ნებისმიერ ადგილას შეიძლება გაჩნდეს: უშუალოდ ტერფზე, ფეხის თითებს გარეთა ზედაპირზე, დიდი თითის სახსარზე, თითებს შორის. ტერფზე მრავალი ბიოლოგიურად აქტიური წერტილებია, ზონებია, რომლებიც დაკავშირებულია შინაგან ორგანოებთან. კოჟრი ამა თუ იმ დაავადების ფარული დაავადების განვითარების ადრეული სიგნალია, ის მაშინ ჩნდება, როცა დაავადება სუსტ ადგილს ეძებს და იწყება. ესაა - ცვლილებები სახსრების, ხერხემლის არეში, ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი სისტემის მუშაობაში. კოჟრის არსებობისას იცვლება სიარული, რადგან ადამიანი ცდილობს არ დატვირთოს "მტკივნეული ადგილი". შეიძლება კოჟრი დასკდეს და მაშინ ის მიკროორგანიზმების და სოკოს ადგილსამყოფელი ხდება.

  • ალოეს ფოთოლი გავჭრათ სიგრძეზე და მთელი ღამით დავიდოთ კოჟრზე, შემოვიხვიოთ კომპრესის ქაღალდი და დავაფიქსიროთ. პროცედურის წინ ფეხები კარგად დაილბოთ ცხელ წყალში. დილით კოპრესი მოვიხსნათ და წავისვათ რომელიმე ცხიმიანი კრემი. ასეთი პროცედურების შემდეგ კოჟრი რბილდება და ადვილად მოსაცილებელი ხდება.

  • 1 ს/კ ლიმონის წვენს დავუმატოთ 1 ს/კ წყალი და 5 აბი დაფშვნილი ასპირინის აბი, გავსრისოთ პასტისებური მასის წარმოქმნამდე. წავისვათ კოჟრზე, ფეხზე ცელოფანი შემოვიხვიოთ და სქელი წინდა წამოვიცვათ. 20 წთ-ის შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.

  • ყოველდღე ძილის წინ ჩავყაროთ ფეხები ცხელ წყალში, შემდეგ კარგად გავიმშრალოთ და დავიდოთ კოჟრზე შუაზე გაჭრილი ლეღვი (შიგნითა მხრიდან), კარგია აგრეთვე კოჟრის ლეღვის წვენით დაზელვა.

  • ახალგაზრდა კოჟრი დავიზილოთ ქაფურის სპირტით (1 ს/კ სპირტი 1 ჩ/კ ადუღებულ წყალზე).

  • უმი კარტოფილი გავხეხოთ წვრილ სახეხზე, 1 სმ სისქეზე დავიდოთ დოლბანდის საფენზე და დავიდოთ კოჟრზე, ვცვალოთ ყოველ 2 სთ-ში. კოჟრი რბილდება და ადვილად ძვრება.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.