» » » პოდაგრის მკურნალობის შიგნით მისაღები ეფექტური ხალხური საშუალებებით

პოდაგრის მკურნალობის შიგნით მისაღები ეფექტური ხალხური საშუალებებით

პირველად დაავადება, ფეხის ცერის არეში ძლიერი ტკივილით, ჰიპოკრატემ აღწერა, რომელსაც "პოდაგრა" უწოდა და რომელიც ბერძნულად "სახსრების ხაფანგს" ნიშნავს. პოდაგრა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, მოსახლეობის 10-14% ეს დაავადება აწუხებს. უმეტესად ავადმყოფობენ მამაკაცები. ქალებს ის, ჩვეულებრივ კლიმაქსის პერიოდში ემართებათ.
საკმაოდ ეფექტურია პოდაგრის მკურნალობაში ხალხური მედიცინის რეკომენდაციები და საშუალებები.
ამა თუ იმ რეცეპტის გამოყენებისას აუცლებელია ექიმის კონსულტაცია. ექიმი დაგვეხმარება კვების ოპტიმალური რეჟიმის არჩევაში.

პოდაგრის მკურნალობის შიგნით მისაღები ხალხური საშუალებები
  • აგავის ნორჩი ფოთლების ნაყენი: 0,5 ჩ/კ 2-ჯერ დღეში.

  • შარდმჟავას დონეს შარდში დაბლა წევს ალოპურინოლი და აქედან გამომდინარე, შეტევის ალბათობასაც ამცირებს.

  • ასპირინის მიღება, დღეშკი არანაკლებ 4 გრ-სა (ძლიერდება ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოყოფა და მცირდება ტკივილი). საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

  • 5 გრ ხმელი წყლის იელს დავასხათ 1 ლ მდუღარე წყალი, დავაყენოთ 8-10 სთ თბილ ღუმელში, შემდეგ გავწუროთ, მივიღოთ 1/2 ჭიქა 4-5 -ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

  • 25 გრ დაქუცმაცებულ კოწახურის ქერქს დავასხათ 100 მლ 70%-იანი სპირტი, დავაყენოთ 7-10 დღე ბნელ ადგილას, შემდეგ გავწუროთ. მივიღოთ 30 წვ 3-ჯერ დღეში. ნაყენი ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას და მარილების ორგანიზმიდან გამოყოფას.

  • 5 გრ არყის კვირტებს დავასხათ 1 ჭიქა წყალი, თავდახურული ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 15 წთ, გადმოვდგათ და შეფუთული დავაყენოთ 1 სთ, შემდეგ გავწუროთ. მივიღოთ 1/4 ჭიქა 4-ჯერ დღეში ჭამიდან 1 სთ-ის შემდეგ.

  • 1 ს/კ არყის ხმელ ფოთლებს (მაისში შეგროვილს) დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთული გავაჩეროთ 6 სთ და შემდეგ გავწუროთ. მივიღოთ 1/2 ჭიქა 2-3 - ჯერ დღეში.

  • 20 გრ არყის ხმელი ფოთლები მოვათავსოთ შუშის ჭურჭელში, დავასხათ მდუღარე წყალი, დავახუროთ და დავაყენოთ 30 წთ. მივიღოთ 1 ჩ/კ 3-ჯერ დღეში 20 წთ-ით ადრე ჭამამდე.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.