ფეხის აბაზანები ხელს უწყობს დიდ თითზე ძვლოვანი გამსხვილების გაწოვას ან ზომაში შემცირებას. აბაზანის ტემპერატურა 35-37 გრადუსი უნდა იყოს, ხოლო ხანგრძლივობა - 30 წთ-დან 1 სთ-მდე.
- 250 გრ კოთხუჯის ძირებს დავასხათ 3 ლ წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე და გავწუროთ.
- შეტევებს შორის პერიოდში კარგია როდონის, გოგირდწყალბადის, ნატრიუმის ქლორიდის აბაზანები. უფრო ეფექტური როდონის აბაზანებია, რადგანაც ის გავლენას ახდენს პურინულ ცვლაზე და ამით ხელს უწყობს მარილმჟავას მარილების გამოდევნას ორგანიზმიდან. მკურნალობის კურსი 12-14 აბაზანაა. ნატრიუმის ქლორიდის აბაზანის მიღება სახლის პირობებშიც შეიძლება. აბაზანისთვის საჭიროა 1,5-2 კგ სუფრის მარილი (აბაზანის ტემპერატურა 36-38 გრად. ხანგრძლივობა 20 წთ ). მკურნალობის კურსი - 10-15 აბაზანა. აბაზანა წინააღმდეგგნაჩვენებია ჰიპერტონიის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს.
- ავიღოთ 7 წილი ტირიფის ფოთლები, 1 წილი ლავანდის ყვავილი და 1 წილი როზმარინის ფოთლები. კომპონენტები დავაქუცმაცოთ. 1-2 ჭიქა ნარევს დავასხათ 0,5 ლ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 15 წთ, გავწუროთ და ჩავასხათ აბაზანაში, რომელშიც თბილი წყალია ჩასხმული.
- 100 გრ ღვიის ნაყოფს დავასხათ 1 ლ წყალი, წამოვადუღოთ, გავწუროთ და დაუმატოთ თბილ წყლიან აბაზანას. აბაზანის ხანგრძლივობა 20 წთ-ია, კურსი - 12 აბაზანა.
- 200 გრ გვირილას დავასხათ 10 ლ მდუღარე წყალი, დაუმატოთ 200 გრ ზღვის მარილი და გავიკეთოთ ხელების ან ფეხების აბაზანა.
- 3 ლ ადუღებულ წყალში გავხსნათ 3 ჩ/კ სოდა, დავუმატოთ 7-8 წვ იოდი. აბაზანის ხანგრძლივობა 10 წთ. კვირაში 3-ჯერ. აბაზანის შემდეგ ფეხები გავიმშრალოთ და წავისვათ იოდი, შემოვიხვიოთ კომპრესის ქაღალდი, თბილი შარფი და დავწვეთ. დილით წავისვათ ვაზელინი. მკურნალობის პროცესში რაციონიდან გამოვრიცხოთ ხორცი, ბულიონები. ვიკვებოთ მცენარეული საკვებით.
- სასარგებლოა ნახშირის აბაზანები - 1/2 ჭიქა აქტივირებული ნახშირის ფხვნილი შევურიოთ წყალს პასტისმაგვარი მასის მიღებამდე და თანდათან დავუმატოთ ცხელი წყალი, სანამ ფეხები ნახევრამდე არ დაიფარება. აბაზანის ხანგრძლივობა 30-60 წთ.
- 20-30 ცალი ფიჭვის გირჩას დავასხათ ემალის ჭურჭელში იმდენი წყალი, რომ დაიფაროს. ვადუღოთ 30 წთ. დავაყენოთ 12 სთ. ნახარში ყავისფერი უნდა იყოს. სავსე აბაზანისთვის 1 ლ ნახარში უნდა ავიღოთ, ხოლო ფეხის აბაზანისთვის - 0,5ლ -ანი ქილა. ნახარში ზომიერად ცხელ წყალში უნდა ჩავასხათ.