სამკურნალოდ გამოიყენება ბალახი. მას იღებენ, როდესაც მცენარის ორი მესამედი გაყვითლებულია. ამ დროს იჭრება მცენარის ზემო ნაწილიდან 40 სმ. აშრობენ შავბალახას ჩრდილში ან საშრობში სახლის სხვენზე მზისგან დაცულად. თესლებს აგროვებენ ვეგეტაციის ბოლოს, სრული დამწიფების შემდეგ, როცა ფოთლები სრულიად ჩამოეყრება. ინახება ხის ტარაში. 3 წლის განმავლობაში.
შავბალახა შეიცავს ალკალოიდებს, საპონინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, შაქარს, ეთერზეთს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, მარილებს (კალიუმი, კალციუმი), რომლებიც არეგულირებენ გულის მოქმედებას.
შავბალახასგან დამზადებული წამლები ფლობენ დამამშვიდებელ, ანთების, ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას, ამცირებენ გულის ცემას, გულის შეკუმშვას, არტერიულ წნევას, არეგულირებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონალურ მოქმედებას. კარგად მოქმედებენ ქალებში და მამაკაცებში კლიმაქსური პერიოდის დროს.
ამ მცენარის პრეპარატებს იყენებენ ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ.
- შავბალახას ნაყენის მოსამზადებლად 4 ს/კ ბალახს ათავსებენ თავსახურიან მომინანქრებულ ჭურჭელში, ასხამენ ერთ ჭიქა ანადუღარ წყალს. აცხელებენ წყლის აბაზანაზე 15 წთ. აცივებენ 45 წთ ოთახის ტემპერატურაზე.ფილტრავენ მარლის 2-3 ფენებს შორის. გამოწურვის შემდეგ ამატებენ ანადუღარ წყალს საწყისი რაოდენობის აღსადგენად. იღებენ ნახევარ ჭიქას 2-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. შავბალახას მზა ნაყენი მომწვანო-მორუხო გამჭვირვალე სითხეა. თავისებური სუნით და მწარე გემოთი. მისი მიღება ხდება დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე 30-40 წვეთის ოდენობით.