» » » სარეველა ბალახი, რომელიც არაჩვეულებრივი საგულე საშუალებაა

სარეველა ბალახი, რომელიც არაჩვეულებრივი საგულე საშუალებაა

შავბალახა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ტუჩოსანთა ოჯახიდან, 50-150 სმ სიმაღლის გამერქნებული ვერტიკალური ფესურით. კახეთში მას ნაწყენის ბალახს ეძახიან. ღეროები სწორადმდგომია, ზედა ნაწილში დატოტვილი, მწვანე ან მოწითალო - იისფერი, ოთხწახნაგოვანი და ღრუა. ფოთლები ყუნწიანია, მოპირისპირე, ღეროს წვერში პატარა ზომისაა; ზემოთ მუქი ან ღია მწვანე ფერისაა, ქვემოთ ნაცრისფერი. ყვავილები წვრილია, ვარდისფერი, ღეროს ბოლოზე ქმნიან თავთავისებრ ყვავილედს. ყვავილები ფოთლების უბეში რგოლებადაა შეჯგუფული. ნაყოფში სამწახნაგოვანი ოთხი თესლია მოთავსებული. შავბალახა ყვავილობას იწყებს ივნის - ივლისში, ნაყოფი მწიფდება ივლის-აგვისტოში.

შავბალახა სარეველა ბალახია. იგი გავრცელებულია თითქმის მთელს საქართველოში, იზრდება ბაღ-ვენახების, ყანების, ტყის, გზის პირებში, ეზოებსა, ღობის ძირებში, ნაგვიან ადგილებზე. საქნელი მას არ ძოვს.
ნედლეულს აგროვებენ ყვავილობის დასაწყისში. ღეროების წვერებს და გვერდით ყლორტებს ყვავილებითა და ფოთლებით ჭრიან დანით ან სეკატორით. უმჯობესია შეგროვება მშრალ ამინდში, ნამის შეშრობის შემდეგ. აშრობენ ჩრდილში, ან ქსოვილზე თხელ ფენად, პერიოდულად აბრუნებენ. გამხმარი ბალახის შენახვის ვადა 3 წელი.

შავბალახა შეიცავს ალკალოიდებს, ფლავონოიდებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, ასკორბინის მჟავას, საპონინებს, მინერალურ მარილებს და სხვა.
შავბალახა შესანიშნავი დამამშვიდებელი საშუალებაა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით მისი მოქმედება 4-ჯერ აღემატება კატაბალახას მოქმედებას.
ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ საგულე საშუალებად, ხუთვის, წყალმანკის, კუჭის სპაზმების, მალარიის, კუჭ-ნაწლავის დაავადების, ნერვების აშლილობის და შეშინების დროს.

შავბალახას ნაყენს ამზადებენ შემდეგნაირად:
  • 1-2 სუფრის კოვზ გამხმარ ბალახს ასხამენ 250 გრ წყალს, ადუღებენ სანამ 12 სუფრის კოვზი არ დარჩება. სვამენ 2 სუფრის კოვზს დღეში რამდენჯერმე ან ნახევარ ჭიქას დღეში 2-ჯერ.

    ბულგარულ ხალხურ მედიცინაში შავბალახას იყენებენ სისხლის მაღალი წნევის ნორმალიზებისთვის, გულის რიტმის დამამშვიდებელ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებად. ბულგარელი მედიკოსები გვთავაზობენ შემდეგნაირ ნაყენებს:
  • 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 200 მლ ცივი წყალი, დადგით 6 საათის განმავლობაში, გადაწურეთ და მიიღეთ ერთი დღის განმავლობაში.

  • 2 სუფრის კოვზი დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 500 მლ მდუღარე, დადგით 2 სთ-ით. ასეთი სახით მომზადებული ნაყენი მიიღეთ ღვინის ჭიქით 4-ჯერ დღეში ჭამის წინ.
    ხალხურ მედიცინაში იყენებენ ნედლი ბალახების წვენს, როგორც დამამშვიდებელ საშუალებას (20-40 წვეთი რამდენიმეჯერ დღეში).

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.