» » » ეს ზეთი კვებავს და ასტიმულირებს თავის კანს. ტრადიციული საშუალებაა თმის ზრდის დასაჩქარებლად

ეს ზეთი კვებავს და ასტიმულირებს თავის კანს. ტრადიციული საშუალებაა თმის ზრდის დასაჩქარებლად

ილანგ ილანგს ეგზოტიკური და ყვავილოვანი სურნელი აქვს. აუმჯობესებს განწყობას, ამარცხებს სტრესსა და ნერვიულობას. ამავე დროს აღმგზნებია. მისი ზეთი პარფიუმერიის მწარმოებლებისთვის ფასდაუდებელი ინგრედიენტია და უამრავ პოპულარულ და ძვირად ღირებულ სუნამოში გამოიყენება. ეთერზეთს მასტიმულირებელი თვისებები აქვს და ყველა ტიპის კანისთვის გამოდგება. ის იყო მთავარი ინგრედიენტი XIX საუკუნის პოპულარულ, თმის მოვლის საშუალებაში, რომელსაც მაკასარული ზეთი ერქვა.

მცენარე

ამ ტროპიკული მცენარის ცვილისებრი, ყვითელი ყვავილები ცნობილი აფროდიზიაკია. ტრადიციულად, ილანგ ილანგის ყვავილის ფურცლებს ახლად დაქორწინებული წყვილის საქორწინო სარეცელზე მიმოაბნევდნენ ხოლმე. ეს მათ აღაგზნებდა და თან ნერვიულობას უხსნიდა.

ეთერზეთი

ილანგ ილანგის ყვავილებისგან ღია ყვითელი ფერის ზეთი მზადდება, რომელსაც მძაფრი მოტკბო სურნელი აქვს. სურნელი იმდენად მძაფრია, რომ დიდი დოზით გამოყენებისას შეიძლება გულისრევა და თავის ტკივილი გამოიწვიოს.

სასარგებლო თვისებები:
აკნეს მკურნალი.
ილანგ ილანგის ზეთი ცხიმის გამოყოფას აწესრიგებს, ამიტომ იდეალურია როგორც ცხიმიანი, ისე მშრალი კანისთვის. კანის მოვლის საშუალებებში გამოყენებისას ილანგ ილანგი ცხიმიან და პრობლემურ კანს აწესრიგებს.

კანის მატონიზირებელი.
ზეთი გამოიყენება თავის მოვლის საშუალებებში, როგორც მატონიზირებელი და კანის გამამკვრივებელი საშუალება. ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას. მუქი ფერის კანს აღიარებს.

ებრძვის სიბერის ნიშნებს.
კარგი ხარისხის საბაზისო ზეთში ან კანის მოვლის ბუნებრივ საშუალებებში გაზავებისას, ილანგ-ილანგი სიბერეშეპარულ კანს აუმჯობესებს.

აჩქარებს თმის ზრდას.
ზეთი კვებავს და ასტიმულირებს თავის კანს. ტრადიციული საშუალებაა თმის ზრდის დასაჩქარებლად. მცირე რაოდენობის ზეთი შეურიეთ ისეთ საბაზისო ზეთს, როგორიცაა მზესუმზირის და შეიზილეთ თავის კანზე.

ანტიდეპრესანტი.
ილანგ ილანგის ზეთი შეურიეთ ერთ ჩაის კოვზ საბაზისო ზეთში (მაგალითად, გარგარის კურკის ან მზესუმზირის ზეთში). მიიღებთ მარტივ სუნამოს, რომელიც გამოგაფხიზლებთ და თან არომათერაპიული თვისებებით მოგხიბლავთ, ვინაიდან ებრძვის ნერვიულობას, ამცირებს აჩქარებულ გულისცემასა და სუნთქვას და ჰგვრის კარგად ყოფნის შეგრძნებას.

სწრაფად და ეფექტურად

მშრალი თავის კანის წამალი

1-2 წვეთი ილანგ ოლანგის ზეთი შეურიეთ 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთს და მიღებული მასით დაიზილეთ თავის კანი ძილის წინ. თუ მშრალი თმა გაქვთ, დაზელვის შემდეგ ნატურალური ჯაგრისით ზეთი თმის ბოლოებამდე ჩამოივარცხნეთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.