» » » ნაწიბურების და სტრიების მტერი! სილამაზის ეგზოტიკური ელექსირი...

ნაწიბურების და სტრიების მტერი! სილამაზის ეგზოტიკური ელექსირი...

მიუხედავად იმისა, რომ ბუნებაში ჟასმინის 200-ზე მეტი სახეობა არსებობს, მხოლოდ ათი მათგანი თუ გამოიყენება პარფიუმერებისთვის მნიშვნელოვანი, გამაბრუებელი ზეთის საწარმოებლად. კანის მოვლის საშუალებებში ჟასმინი ძირითადად სასიამოვნო სურნელის, კანის დამამშვიდებელი და დამაწყნარებელი თვისებების გამო გამოიყენება. ზეთი შეგიძლიათ პირდაპირ წაისვათ როგორც სუნამო, რომელიც ორგანიზმს ადუნებს და მას სტრესთან ბრძოლაში ეხმარება.

სასარგებლო თვისებები:

ამშვიდებს კანს.
ჟასმინის გაზავებული ზეთი სასარგებლოა გახურებულ, გამომშრალ, მგრძნობიარე და ანთებითი კანის სამკურნალოდ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კანის გაღიზიანება ემოციური სტრესითაა გამოწვეული.

აქრობს ნაწიბურებს.
ზეთი ხშირად გამოიყენება სტრიების საწინააღმდეგო ფორმულებში, ვინაიდან ამცირებს კანის სიწითლეს და ებრძვის ნაწიბურის ჩამოყალიბებას. გაზავებული ზეთი შეგიძლიათ პირდაპირ წაისვათ ნაიარევზე.

ებრძვის სტრესს.
ჟასმინის ზეთის შესუნთქვა ტვინში მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს, რაც შედეგად აქრობს სტრესსა და გულგრილობას და აცოცხლებს ტვინს. ლინალილი, ჟასმინის ეთერზეთის ბუნებრივი კომპონენტი, მის სტრესთან ბრძოლის მოქმედებას განაპირობებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ლინალილის შესუნთქვა ამცირებს მთელი რიგი გენების მოქმედებას, რომლებიც სტრესის დროს ზედმეტად აქტიურდებიან.

ანტიდეპრესანტი.
სამასაჟე ან აბაზანის ზეთთან შერეული ჟასმინის ეთერზეთი ძლიერი ანტიდეპრესანტია და სწრაფად აღადგენს ოპტიმიზმისა და კარგად ყოფნის შეგრძნებას.

ნამდვილი ჟასმინი (მცენარე)

ჟასმინის სავსე და სრულყოფილი არომატი ყვავილებისგან გამხსნელის მეშვეობით მიიღება. რომელსაც შემდეგ აცალკევებენ და გვრჩება ჩვენთვის ნაცნობი, ეგზოტიკური და მდიდრული სურნელი.

ყვავილები

ნამდვილი ჟასმინის ყვავილები ძალიან ნაზია და მათი ორთქლით დამუშავება შეუძლებელია.

სუნამო საკუთარი ხელით
მგრძნობიარე, ყვავილოვანი არომატის მისაღებად ჟასმინის ზეთი შეურიეთ ვარდის, ნეროლის, ბერამოტსა და ილანგ ილანგის ზეთებს.

ეთერზეთი

ეს მუქი ფერის ზეთი, ტრადიციულად, აფროდიზიაკად ითვლებოდა. სხვა მძაფრი სურნელის მქონე ზეთების მსგავსად, მისი არომატი დიდხანს არ ძლებს.

ინდური ჟასმინი (მცენარე)

ასევე ცნობილია არაბული ჟასმინის სახელითაც, რომელიც ღამით ყვავის და ხშირად გამოიყენება ჩინურ ჟასმინის ჩაიში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.