საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები.
- რაც უფრო ახალგაზრდაა ქალი პირველი სქესობრივი აქტის დროს, მით მეტია რისკი;
- რისკი მეტია ბევრი პარტნიორის გამოცვლისას, რაც ზრდის მეტი დაავადებების გადატანის საშიშროებას;
- გარკვეული ვირუსები, უპირველესყოვლისა - გენიტალური ჰერპესი და გენიტალური მეჭეჭები -ამაღლებენ კიბოს ალბათობის რისკს;
- ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები ასუსტებენ დამცავ - იმუნურ ძალებს. ხელს უწყობენ საშოს კიბოს წარმოქმნა-განვითარებას;
- A,C,E ვიტამინების, სელენის, თუთიის, ბეტა-კაროტინის ნაკლებობა;
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
- თამბაქოს წევა, პასიური წევა და სტრესი;
- მოზარდის ორსულობა;
- ქიმიურ წარმოებაში მუშაობა ან შეხება ფისთან, მანქანის ზეთთან, მტვერთან, ასბესტთან, პირადი ჰიგიენის დაცვის უგულვებელყოფა.
ნაცხის დადებითი პასუხის შემთხვევაში დაიწყეთ სწორი კვება, მიიღეთ დამატებითი პრეპარატები, ვიტამინები С,B6, A და E, იოდი, სელენი, თუთია. ქალებში, რომლებიც 3 თვის განმავლობაში დღეში 10 მილიგრამ ფოლიუმის მჟავას ღებულობდნენ ძლიერმა ცვლილებებმა იჩინა თავი. აუცილებლად შეწყვიტეთ თამბაქოს წევა. ბევრი იმოძრავეთ სუფთა ჰაერზე, იპოვეთ დრო დასვენებისა და მოდუნებისთვის, იზრუნეთ ნორმალურ ძილზე, დალიეთ მხოლოდ გაფილტრული ან მინერალური წყალი.
კლასიკური მედიცინა მიმართავს ადგილობრივ მკურნალობას, მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ კიბო - იმის მიუხედავად, თუ სად იჩენს თავს - სისტემური დაავადებაა, და იმუნური მექანიზმის სერიოზულ დარღვევაზე მიუთითებს.
საშვილოსნოს ყელის კიბომ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა სქესობრივი აქტის შემდეგ, სუნიანი გამონადენი მისი ერთ-ერთი სიმპტომია, ემართებათ 45 წლამდე ასაკის ქალებს.
საშოს კიბოს თავიდან აცილების საშუალებები. - იხმარეთ კონდომი საშვილოსნოს მეჭეჭისაგან, ჰერპესისაგან, ტრიქომონელებისა და სპერმისგანაც კი დასაცავად;
- თქვენმა პარტნიორმა დაიბანოს ასო და ხელები, მით უმეტეს თუ კონდომს არ ხმარობთ და ის ქიმიკატებთან მუშაობს;
- მოერიდეთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს;
- საშოს ინფექციების დროს გულმოდგინედ იმკურნალეთ თქვენც და თქვენმა პარტნიორმაც, მეჭეჭები მოიშორეთ;
- სისტემურად გაიკეთეთ ნაცხის ანალიზი;
- ჭამეთ ჯანსაღი საკვები და მიიღეთ რეკომენდირებული დამატებები;
- ერიდეთ სტრესს. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო ხშირად ემართებათ ქალებს, რომელთაც ემოციური სიძნელეები აქვთ ან ჰქონდათ.