გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჭარბწონიან ქალებში სიმსივნის წარმოშობის მეტი რისკი არსებობს, რადგან ესტროგენი სხეულის ცხიმში ლაგდება. ეს ჰორმონი მკერდის კიბოს გაჩენას უწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ A, C და E ვიტამინების, სელენის, ფოლიუმის მჟავის, რკინის, თუთიის, მაგნიუმის უკმარისობა კიბოს წარმოშობას განაპირობებს. უნდა აღვნიშნოთ, რომ მსმელ ქალებს ემართებათ მკერდის კიბო. ვეგეტარიანელებს ნაკლებად. ხორცის მჭამელებს ვეგეტარიანელებთან შედარებით მეტი პროლაქტინი აქვთ, ამით მათში დაავადების რისკ-ფაქტორი მაღალია.
რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან: ქალები, რომლებიც 25 წლამდე ასაკში იწყებენ 4-5 წელი ხმარობენ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს; ქალები, რომლებიც ხუთ წელზე მეტ ხანს იტარებენ ესტროგენულ თერაპიას; ქალები, რომელთაც ადრე დაეწყოთ მენსტრუაცია, მაგრამ გვიან შეუწყდათ, უშვილოები, რომელთაც ბავშვი 30 წლის შემდეგ ასაკში ეყოლათ. ნაკლებად ავადდებიან ქალები, რომელთაც პირველი შვილი 22 წლამდე ასაკში გააჩინეს.
დაავადების რისკი მატულობს ასაკთან ერთად, მეტად საშიშია 50-65 წლის ასაკი. სტრესი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მკერდის კიბოსათვის.
მკერდის კიბოს სიმპტომები.
- კვანძები მკერდში;
- გაგანიერებული ვენები;
- ძუძუს თავის ჩაღრმავება, თუ ის ჩვეულებრივ არ აქვს ქალს;
- გამონადენი ძუძუს თავიდან;
- ტკივილები მენსტრუალურ ციკლებს შორის, განსაკუთრებით მენსტრუაციის შეწყვეტის (კლიმაქსის ) შემდეგ;
- შესივება მკერდის ან იღლიის ფოსოს მიდამოში.
მკერდის კიბოს თავიდან აცილება. - გაისინჯეთ მკერდი თვეში ერთხელ მენსტრუაციის შემდეგ, გახსოვდეთ: კვანძები, რომლებიც მენსტრუაციასთან დაკავშირებით ჩნდება და ქრება, კიბოსმიერი არ არის. მენოპაუზის შემდეგ გაისინჯეთ მეტი სიხშირით;
- ყოველთვიურად მკერდი ჯერ სარკეში დაითვალიერეთ, შეამოწმეთ სიდიდე, ფორმა, შეფერილობა, შემდეგ წოლით მდგომარეობაში, გაისინჯეთ თითებით კვანძები ხომ არ გაქვთ;
- არ მოწიოთ, დალიეთ ცოტა;
- ჭამეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული, ოღონდ ბიოპროდუქტები, შავი პური, ნიგოზი, ნუში, თხილი, ლობიო, ცხიმიანი თევზი და გადაუმუშავებელი მცენარეული ზეთები;
- ერიდეთ ცხიმიან საჭმელებს, ხორცს, ძეხვეულს, მიწის თხილს, სახარინს და გამაგრებულ ცხიმებს;
- მიიღეთ საკმარისად A, E, C და D ვიტამინები, რომლებიც პათოლოგიურ უჯრედებს ნორმალური, ჯანმრთელი უჯრედებით შეცვლიან, იმუნურ სისტემას გააძლიერებენ. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ბეტა-კაროტინი, რომელიც სტაფილოში, ყვავილოვან კომბოსტოში, ბროკოლში და კომბოსტოშია, კიბოს უჯრედების ზრდას აჩერებს. A, C, E ვიტამინები და სელენი მოქმედებენ ჟანგვის საწინააღმდეგოდ. ეს ნივთიერებები აფერხებენ უჯრედებზე "თავისუფალი რადიკალების" ზემოქმედებას. ამიტომ იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი საკვები საკმაო რაოდენობით ესენციურ ცხიმიან მჟავებს შეიცავდეს;
- ბალასტირით მდიდარი საკვები, კერძოდ, შავი პური, ბოსტნეული ხელს უშლის ყაბზობას და აჩქარებს კანცეროგენული სუბსტანცების გამოყოფას ნაწლავებიდან. ბალასტური ნივთიერებები ხელს უწყობენ ესტროგენის გამოტანას ორგანიზმიდან ნაწლავების მეშვეობით. სვით გაფილტრული წყალი, წყალგაყვანილობიდან მასში მოხვედრილი შხამიანი ნივთიერებების ასაცილებად;
- ერიდეთ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს და ესტროგენის სუბსტანციებს. ეცადეთ მალე დააღწიოთ თავი სტრესს, დაძაბულობას, შიშს, კონფლიქტებს. შეგიძლიათ მოდუნდეთ იოგით, ჰიპნოთერაპიით, რჩევით, მედიტაციით, ფსიქოთერაპიით; გაიადვილეთ პრობლემები; გულის ნადები გაუზიარეთ მეგობარ ქალს.
- გამოყავით დღეში ერთი საათი თქვენთვის და გაიხარეთ, ან გაიკეთეთ ნელსაცხებლიანი სურნელოვანი აბაზანა;
- როგორც კი გაიგებთ რა გჭირთ, შეუდექით მკურნალობას.