ქალებში გენიტალური ჰერპესის სიმპტომებია: ტკივილი მუცლის ქვედა არეში და სასქესო ორგანოების მიდამოში, ტკივილი და წვა მოშარდვისას, ჩირქოვანი გამონადენი საშოდან. ჰერპესულ გამონაყარს გარეთა სასქესო ორგანოებზე თან ახლავს ქავილი და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები. არც თუ იშვიათია ტემპერატურის მატება, თავისა და კუნთების ტკივილი, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ გაივლის. რამდენიმე დღის შემდეგ გაივლის. რამდენიმე ხნის შემდეგ გამონაყარის ადგილზე ჩნდება გამჭვირვალე სითხით სავსე ბუშტუკები. 2-3 დღეში ბუშტუკები სკდება და წარმოიქმნება მტკივნეული წყლულები, რომელიც დაახლოებით 1 კვირაში ხორცდება.
გენიტალური ჰერპესით ზიანდება არა მარტო საშოს და საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი, არამედ შორისის, დუნდულების, მენჯბარძაყის სახსრის მიდამოს კანიც. შეიძლება გადიდდეს საზარდულის ლიმფური ჯირკვლები, განვითარდეს ე.წ. ჰერპესული ცისტიტი. საშვილოსნოს ყელზე ლოკალიზებული გენიტალური ჰერპესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
ბოლო პერიოდში აღსანიშნავია, რომ გენიტალური ჰერპესით ავადდება ახალგაზრდა ასაკის ქელები (შვილოსნობის ასაკის). ორსულებში დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს, რასაც ხელს უწყობს ამ დროს მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები. დიდი მნიშვნელობა აქვს გენიტალური ჰერპესის მკურნალობას დაორსულებამდე. მიზანშეწონილია ცოლ-ქმარმა წინასწარ ჩაიტაროს გამოკვლევები ჰერპესული ინფექციის და შარდ-სასქესო სისტემის სხვა მიკროორგანიზმების გამოვლენის მიზნით. გინეკოლოგების აზრით, ორსული ყურადღებით უნდა იყოს ჰერპესული გამონაყარის შემჩნევისას სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს, რათა არ მოხდეს ნაყოფის ინფიცირება. ჰერპესული ინფექცია ხშირად ნაყოფის სიმახინჯეების და თანდაყოლილი მანკების მიზეზია.
მკურნალობა ფიტოთერაპიით
კრიალოსანას ძირების სპირტიანი ნაყენი
ინგრედიენტები:
- კრიალოსანას ძირები - 50 გრ
- სპირტი - 500 მლ
მომზადების წესი:
დაქუცმაცებულ კრიალოსანას ძირებს დავასხათ 20-25 %-იანი სპირტი და დავაყენოთ 14 დღე ბნელ ადგილას, პერიოდულად შევანჯღრიოთ. მზა ნაყენი ლალისფერი უნდა იყოს.
მიღების წესი:
მივიღოთ 30-40 წვ. 3-ჯერ დღეში 30 წთ-ით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი 2 თვე.
კრიალოსანას წყალ-სპირტიანი ნაწური
მომზადების და მიღების წესი:
1/2 ლიტრიან ქილაში 1/3 - მდე ჩავყაროთ კრიალოსანას ბალახი და ბოლომდე შევავსოთ არყით. დავაყენოთ 10 დღე ბნელ ადგილას და შემდეგ გავწუროთ.
მივიღოთ 1 ჩ/კ 3-4-ჯერ დღეში 100 მლ. წყალში გახსნილი, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე. მკურნალობის კურსი - 1 თვე.