თვითდახმარება
- ყოველ წელს ნაცხი გაისინჯეთ საშვილოსნოს ყელის ცვლილებების დროულად აღმოსაჩენად;
- უმკურნალეთ თქვენს პარტნიორსაც;
- ერიდეთ აბებს;
- არ მოწიოთ;
- მიმართეთ ექიმს საშოს გამონადენის ან საშოს ინფექციის დროს;
- სექსუალური აქტის დროს იხმარეთ კონდომი.
სამკურნალოდ იხმარეთ ორგანიზმის განმშხამავი მცენარეები: რუდბექია, გლერძი, ნიორი (3 დღეში ერთხელ იმუნიტეტისთვის).
დალიეთ ენდრონიკას, ფუკუსის, ოროვანდის, რუდბექიას, ჭინჭრის, ბაბუაწვერას ფესვის ჩაი დღეში სამჯერ.
გარეგან სახმარად:
ნედლი ანწლის ნაყოფის წვენი, მკვახე ლეღვის ან ბაბუაწვერას ღეროს თეთრი წვენი, ლიმონის წვენი, ნედლი ნიორი, ფართე ლობიოს ჭოტის შიდა ზედაპირი.
გააგრძელეთ მკურნალობა მანამ, სანამ არ გაქრება მეჭეჭი.
კვება.
ახალი ხილი, ბოსტნეული რკინითა და A და C ვიტამინებით მოსამარაგებლად. კაკალი, ლობიო, ცერცვი, მაგნიუმი, B ვიტამინი, ესენციური მჟავები, მულტივიტამინები, მულტიმინერალები.
დალიეთ 10 წვეთი დინდგელის მიქსტურა 2-3-ჯერ დღეში, დინდგელი ანტისეპტიკური, ანტისხეულების წარმოშობის ხელშემწყობია.
(სერიოზული საშიშროების დროს მცენარეებთან ერთად ოფიციალური მედიცინით იმკურნალეთ).