შემდეგში, მანდარინების შეძენისას, არ გადაყაროთ მათი კანი. რჩევების რედაქცია მოგიყვებათ 7 ყველაზე გავრცელებულ ჯანმრთელობის პრობლემაზე, რომლებსაც ეს არომატული ქერქები უმკლავდება საკმაოდ ეფექტურად.
მანდარინის კანი
მხოლოდ 6 გ მანდარინის ცედრა გამომშრალ მდგომარეობაში 14%-ით აკმაყოფილებს ადამიანის ვიტამინ C-ს დღიურ ნორმას. ბეტა-კაროტინის შემცველობის წყალობით, მანდარინის კანი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის. მასში არსებული ფლავანოიდი ფესპერიდინი იცავს ორგანიზმს ვირუსებისა და ანთებისგან, აქვს ანტიალერგიული თვისება.
იმ ეთერზეთის არომატი, რომელიც მწიფე მანდარინისგან მიიღება, ხსნის დაღლილობას, აცხრობს გაღიზიანებადობას, ასტიმულირებს ნერვულ სისტემას, ამშვიდებს, ამცირებს შიშის შეგრძნებას.
მანდარინის ეთერზეთები, ასევე, აუმჯობესებს კანის ფერს, ატენიანებს, აახლებს, ალაგებს ნაოჭებს, უხდება ცხიმიან და კომბინირებულ კანს, გვეხმარება გამონაყარის დროს. ასევე, ხელს უშლის ცელულიტისა და სტრიების გაჩენას, განსაკუთრებით, ნეროლისა და ლავანდის ზეთებთან შერწყმით.
სანამ მანდარინს შეჭამთ ან ცედრას მოამზადებდეთ, კარგად გარეცხეთ ნაყოფი, გახეხეთ კანი სამზარეულოს ღრუბლით. მხოლოდ კარგად გაწმენდილი, შემდეგ კი მოხარშული ქერქებია სასარგებლო.
მანდარინის ქერქი 7 დაავადების წინააღმდეგ
- ბრონქიტი
თუ ბრონქიტი გაწუხებთ, აიღეთ 3 ს.კ. მანდარინის ქერქი, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათით და გაწურეთ. დაუმატეთ ცოტაოდენი თაფლი და დალიეთ ეს ნაყენი დღის განმავლობაში. - მშრალი ხველა
მანდარინის ქერქის ნაყენი შესანიშნავი საშუალებაა მშრალი ხველის დროს სისველის გათხელებისა და გამოდევნისთვის. დაასხით ერთი მანდარინის ქერქს ჭიქა არაყი და გააჩერეთ ბნელ ადგილას 1 კვირის მანძილზე. მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამის წინ, 20 წვეთი. - სურდო
მანდარინის კანი გეხმარებათ ცხვირის გაჭედვის დროსაც. მოათავსეთ 2-3 მანდარინის კანი მდუღარე წყლით სავსე თასში. გააჩერეთ რამდენიმე წუთით, შემდეგ კი გაიკეთეთ ინჰალაცია 10 წუთის მანძილზე. - დიაბეტი
მანდარინის კანის ნახარში შესამჩნევად ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. ამ საშუალების მოსამზადებლად აიღეთ 3 მანდარინის კანი და ადუღეთ 10 წუთით 1 ლ წყალში. ნუ გაწურავთ ნახარშს, მოათავსეთ მაცივარში და მიირთვით ყოველ დილას და საღამოს ჭამის შემდეგ. - კიბოს პროფილაქტიკა
ხილის კანი შეიცავს გაცილებით მეტ ანტიოქსიდანტს, ვიდრე მისი წვენი. ეს ხელს უშლის უჯრედების მუტაციას, იცავს ორგანიზმს ახალწარმონაქმნებისგან. ექსპერიმენტალურად დამტკიცებულია, რომ ადამიანები, რომლებიც შავ ჩაის მანდარინის მშრალ ქერქთან ერთად მიირთმევენ, 50-70%-ით ამცირებენ რისკს კანის კიბოს გაჩენისა. საქმე სალვესტროლებშია - ნივთიერებებში, რომლებსაც მანდარინი გამოიმუშავებს დამცავი რეაქციის სახით სოკოების, ვირუსების, ბაქტერიებისა და კიბოს უჯრედების წინააღმდეგ. - საჭმლის მონელების გაუმჯობესება
მანდარინის ქერქი აძლიერებს იმუნიტეტს, ასევე, აუმჯობესებს მადასა და საჭმლის მონელებას. დააფქვიეთ მანდარინის ქერქები და დაუმატეთ სალათებს, ფაფებს, ხაჭოს და ნებისმიერ სხვა პროდუქტს. ეს გაგათავისუფლებთ მეტეორიზმისა და კუჭის ტკივილებისგან. - სოკო
უბრალოდ შეიზილეთ მანდარინის კანით ფეხის თითები და ფრჩხილები დღეში ორჯერ. სოკო სწრაფად გაქრება!