მანდარინის წვენი დიეტური და სამკურნალო სასმელია. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისათვის (ახალშობილებისთვისაც კი) და ავადმყოფი ადამიანებისათვის; მაღალი ტემპერატურის დროს მანდარინი კლავს წყურვილის გრძნობას; იყენებენ ასთმისა და ბრონქიტების სამკურნალოდ. ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით ფენოლიკურ ამინომჟავას, რომელსაც ეწოდება სინეფრინი. ეს კარგად ცნობილი შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებაა. ლორწოსგან ფილტვების გასათავისუფლებლად რეკომენდებულია ყოველ დილას ერთი ჭიქა მანდარინის წვენის დალევა; ბრონქიტებისა და ტრაქეიტების დროს ხველას არბილებს და ხელს უწყობს ამოხველებას მანდარინის გამხმარი კანის ნაყენი და ნახარში წყალზე ( 1:10); კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, რომლებიც მიმდინარეობს ფაღარათით, ძალიან სასარგებლოა ცოცხალი მანდარინი და მისი ახლადგამოწურული წვენი; დიდი რაოდენობით მანდარინის წვენის მიღება ჰელმინთების (ჭიების) წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებაა; მისი ნაყოფი, როგორც დიეტური პროდუქტი, ზამთრის პერიოდში ორგანიზმს გააჯერებს ვიტამინებით; აქვს სურავანდის საწინააღმდეგო მოქმედება, მადის აღმძვრელია და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას; მასში შემავალი ეთერზეთები აუმჯობესებენ გუნება-განწყობას; მანდარინის წვენი შეიძლება გამოყენებული იქნას გარეგანად რძიანას დროს, დიზენტერიის დროს; კლიმაქტერული პერიოდის ჭარბი სისხლდენების დროს იყენებენ როგორც სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებას; კანის დაავადებების დროს მანდარინში არსებული ფიტონციდების მოქმედება იმდენად მძლავრია, რომ მანდარინის ახალადგამოწურული წვენი კლავს ზოგიერთი სახის სოკოს (ტრიქოფიტია, მიკროსკოპია). სოკოთი დაზიანებული კანისა და ფრჩხილების სამკურნალოდ საჭიროა მრავალჯერადად იქნას შეზელილი მათში მანდარინის ნაყოფისაგან და კანისგან მიღებული წვენი.
მანდარინის კანი შედის სამკურნალო მცენარეების ნარევებში, რომელსაც იყენებენ მადისა და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელი მწარე ნაყენების დასამზადებლად. მიიღება 10-20 წვეთის ოდენობით, კვებამდე 15-20 წუთით ადრე; მადის სტიმულაციისათვის რეკომენდებულია გამხმარი კანისაგან დამზადებული ნაყენის მიღება იგივე დოზით; დიაბეტის დროს კანის ნახარში ხელს უწყობს სისხლში შაქრის რაოდენობის დაქვეითებას. ამ მიზნით საჭიროა 3 ცალი ნაყოფის კანი ვადუღოთ 1 ლიტრ წყალში 10 წუთის განმავლობაში. ნახარში უნდა შევინახოთ მაცივარში გაუწურავად და მივიღოთ ყოველდღიურად; მანდარინის კანი მისი ფიტონციდური თვისებების გამო ანტიმიკრობულ მოქმედებას ავლენს.
მიუხედავად სამკურნალო თვისებებისა, მანდარინს შეუძლია ავნოს ადამიანს. იგი აღიზიანებს თირკმლებს და კუჭ-ნაწლავის ლორწოვანს, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება კუჭისა და თორემტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს, ენტერიტების, კოლიტების, ნაწლავების ანთებითი დაავადებების დროს, ასევე ქოლეცისტიტების, ჰეპატიტებისა და მწვავე ნეფრიტის შემთხვევაში.