სამუშაოს დაწყების წინ, თითოეულ მანდარინზე ჯვარედინად, რამდენიმე კეცად დაახვიეთ ვერცხლისფერი ძაფი ისე, როგორც სურათზე არის ნაჩვენები.
მკვნეტარით მავთული დაჭერით დაახლოებით 10 სმ-ის სიგრძის ნაჭრებად და ბრტყელტუჩის გამოყენებით დაამზადეთ მანდარინების დასამაგრებელი 9-10 ცალი კაუჭი. თითოეული მზა კუჭის ერთი წვერი ფრთხილად შეაცურეთ ძაფდახვეული მანდარინის ძაფის ქვეშ ჯვარედინ ადგილას.
ფლორისტული ღრუბელი ან პენოპლასტი გამოჭერით საყვავილე ქოთნის ზომაზე და ჩადეთ ქოთანში. ასევე გამოჭერით ბურთი, რომელსაც გამოიყენებთ მანდარინების წრიულად დასამაგრებლად.
გაითვალისწინეთ, რომ ქოთანში არსებულ ფლორისტულ ღრუბელში საკმაოდ მყარად უნდა დააფიქსიროთ მანდარინის ხისთვის განკუთვნილი ზრო, რათა მთლიანი კონსტრუქცია არ დაგეშალოთ. იმ შემთხვევაში, თუ ზროს მასალა დრეკადია, უმჯობესია იგი მოხაროთ და ისე, როგორც ჩვენ, ორმხრივად მოათავსოთ ქოთანში არსებულ ფლორისტულ ღრუბელში.
საყვავილე ქოთანში დაფიქსირებული ზროს წვერზე მავთულის გამოყენებით მჭიდროდ დაამაგრეთ ფლორისტული ღრუბელისგან დამზადებული ბურთი და დაიწყეთ სიმეტრიულად მანდარინების დაფიქსირება მათში წინასწარ გაყრილი კაუჭებით.
კომპოზიციის სრულყოფის მიზნით, აიღეთ აიღეთ ციტრუსის გრძელყუნწიანი ფოთლები. თითოეული ფოთოლი მოხარეთ და თავისივე ყუნწი გაუყარეთ ფოთლის ცენტრში. მზა ფოთლები კი ჩაუკეთეთ მანდარინებს შორის არსებულ სიცარიელეებში.
ამავდროულად, შაქრის პუდრი დაყარეთ მცირე ზომის ჭურჭელში, წინასწარ გამზადებული ფიჭვის ტოტები ამოგუნგლეთ შაქრის პუდრში და საკუთარი ფანტაზიის მიხედვით ჩაარჭეთ საყვავილე ქოთანში არსებულ ფლორისტულ ღრუბელში.
სასაჩუქრე მანდარინის ხეც მზად არის.