» » » სწრაფად მოქმედი რეცეპტები თავის ტკივილის და შაკიკის სამკურნალოდ

სწრაფად მოქმედი რეცეპტები თავის ტკივილის და შაკიკის სამკურნალოდ

ალბათ ყველა ჩვენგანს გამოგვიცდია თავის ტკივილი. მიუხედავად უამრავი საშუალებების არსებობისა, მრავალი ხალხური რეცეპტი მოიძებნება, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა ეფექტურობით.

უცარი თავის ტკივილი:
  • დავიბანოთ ზედმეტად თავი და დავივარცხოთ თმა.

  • წავისვათ საფეთქლებზე და ყურების უკან ნიშადურის სპირტი ან ოდეკოლონი.

  • დავიდოთ თავზე კომბოსტოს ფურცელი ან ოროვანდის ფოთოლი.

  • ბაღის პიტნის ზეთით დავიზილოთ საფეთქლები და ყურის უკანა არე.

  • თავის ტკივილის და გულისრევის დროს კარგია ბარამბოს ჩაი (1 ჩ.კ ბარამბოს ბალახი 1 ჭ წყალზე).

    ხშირი და გახანგრძლივებული თავის ტკივილი :
  • ვსვათ დილით უზმოზე და ღამით ცივი წყალი.

  • თავის ტკივილის და თავბრუსხვევის დროს დავიდოთ კეფის არეში დამწნილებული კომბოსტოს ფურცელი (როცა ფურცელი გათბება გამოვცვალოთ).

  • თავის, ყურის ტკივილის დროს დავიზილოთ საფეთქლები და ლოყები ქაფურის სპირტის და ქაფურის ზეთის ნარევით (1:1), მივიდოთ ლოყებზე არომატული ბალახებით დატენილი ბალიში, გამოვივლოთ პირში პარამბოს, პიტნის და გვირილას ნაყენი.

  • პატარა პირსახოცი დავკეცოთ ოთხად, დავასველოთ ცივ წყალში, გავწუროთ, მივიდოთ ლოყებზე და საფეთქლებზე, დავიფაროთ ცელოფანი და თბილი შარფი. როცა პირსახოცი გაშრება, ისევ დავასველოთ (სანამ ტკივილი არ გაივლის).

  • დილაობით ვსვათ ახალი შრატი.

    შაკიკი:
  • 1 ჩ/კ მარილი გავხსნათ 1/4 ჭიქა მდუღარე წყალში და დავლიოთ.

  • 1 სირჩა წყალში ჩავყაროთ 4 მარცვლის ოდენა ლიმონის მჟავა და დავლიოთ.

  • შაკიკის დროს ვჭამოთ, რაც შეიძლება ბევრი ქლიავი.

  • როცა იწყება შაკიკის შეტევა, კარგია ყოველ საათში ვსვათ 1 ჭიქა წყალი და ყოველი დალევის შემდეგ ვიაროთ ჩქარი ნაბიჯით 3-4 წთ.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.