- თავის ტკივილის და შაკიკის დროს მივიდოთ შუბლზე და საფეთქლებზე თეთრი პურის გულით და პიტნით მომზადებული კვერი.
- სასარგებლოა მუმიოს დალევაც - დესერტის კოვზით ერთხელ დღეში (1სთ-ით ადრე საუზმემდე). ამისათვის 1 გრ მუმიო განვაზაოთ 20 ჩ/კ ადუღებულ წყალში და გავწუროთ. მიღებული ხსნარი მივიღოთ 13 დღის განმავლობაში. სამდღიანი შესვენების შემდეგ ისევ მოვამზადოთ ნარევი და ზუსტად ისევე დავლიოთ. 3 კურსის შემდეგ ერთი თვე შევისვენოთ. მთელ კურსზე 6 გრ მუმიო უნდა გამოვიყენოთ.
- ბაყაყურას ყვავილები ორთქლში გავატაროთ ფაფისებური მასის მიღებამდე, ცხელი მასა გადავიტანოთ სუფთა ნაჭერზე და მივიდოთ მტკივნეულ ადგილას.
- 2 ს/კ ცაცხვის ყვავილს დავასხათ 2 ჭ ცხელი წყალი, ვადუღოთ 10 წთ. მივიღოთ ძილის წინ 1-2 ჭიქა.
- გავხეხოთ ლიმონი (რბილობიც და კანიც) და მიღებული მასა წავისვათ შუბლზე და საფეთქლებზე ძლიერი თავის ტკივილისას.
სპეციალისტის კომენტარი
პიტნა ეფექტურია მისი ადგილობრივად გამოყენების დროსაც. თეთრი პურის გული აკავებს პიტნის ეთერზეთებს და ამით ახანგრძლივებს მცენარის მოქმედებას. ლიმნის არომატიც ხსნის სპაზმს, გამოაქვს სიცხე პიტნის მოქმედების ანალოგიურად.
მუმიო - ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც აუმჯობესებს ორგანიზმში მინერალურ ცვლას. მისი მიღებისას ადგილი აქვს ორგანიზმში კალციუმის, მაგნიუმის და ფოსფორის მარილების მატებას. განაპირობებს სისხლში ერითროციტების რაოდენობის მომატებას და ჰემოგლობინის აწევას.
აქედან გამომდინარე, უმჯობესდება ორგანოების და ქსოვილების სისხლით მომარაგება. მუმიო შეიცავს ბილოგიურად აქტიურ ნივთიერებებს - ცილებს, სტეროიდებს, ცხიმოვან მჟავებს.
ტრადიუციულ მედიცინაში მუმიო გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო, ანტიტოქსიკური და ზოგადგამამაგრებელი საშუალება.
გარდა ამისა ხელს უწყობს პერიფერიული ნერვული ღეროების დაქვეითებული ფუნქციის აღდგენას.
ორთქლში გატარებული ბაყაყურას ყვავილები ადგილობრივად გამოყენებისას აფართოებს სისხლძარღვებს, ხსნის სპაზმს.
ცაცხვის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი განპირობებულია მასში ასპირინის არსებობით.