კბილის ტკივილის დროს  ყოველთვის  არ არის საშუალება მივმართოთ სტომატოლოგს. მოგაწვდით რჩევებს, თუ როგორ დაიამოთ კბილის ტკივილი სახლის პირობებში. 
- კბილის ტკივილის დაწყებისას  რამდენიმეჯერ მაგრად  დავიზილოთ სახე მტკვინეულ ადგილას. 
 
 
- მსუბუქად  დავიზილოთ ოდეკალონით ლოყა  და ღრძილები. 
 
 
- მტკივნეულ კბილის  ღრძილთან მივიდოთ  ალოეს გაჭრილი ფოთოლი. 
 
 
- მტკივნეული კბილის მხარეს  გავიჩეროთ მარილიანი წყალი. 
 
 
- კარიესული კბილის ტკივილისას დავიდოთ  კბილზე 3-ჯერ  განზავებული  ჰომეოპათიურ იპეკაკუნაში დასველებული ბამბა. 
 
 
- ფლუსის დროს გამოვივლოთ რძეზე დამზადებული  ნახარში ან რძეში მოხარშული ლეღვის ნახარში. 
 
 
- ფლუსის დროს 3-4 -ჯერ  დავიზილოთ ლოყა არყის კვირტებზე დაყენებული ზეუთუნის ზეთით და მაშინვე დავიდოთ ამავე ზეთში დასველებული საფენი, ზემოდან ბამბა დავადოთ და შევიხვიოთ. 
 
 
- თუ ოჯახში გაქვთ სალბი (შალფეი), მოამზადეთ მისი ნაყენი და თბილივე ჩაიგუბეთ  პირში  მტკივანი  კბილის მხარეს. პროცესი  გაიმეოროთ რამდენჯერმე და კბილის ტკივილიც გაქრება. 
 
 
- მტკივან და დაზიანებულ კბილში ჩაიდეთ დინდგელის პლომბი. შეიძლება ის კბილი აღარასოდეს აგტკივდეთ.