» » » ტილების და რწყილების მექანიკური და ქიმიური მოშორება

ტილების და რწყილების მექანიკური და ქიმიური მოშორება

როდესაც გადაწყვეტთ ტილებისა და რწყილების მოშორებას, სახლის პირობებში უნდა გაითვალისწინოთ, რომ ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. ის რაც ეფექტურია ტილების წინააღმდეგ, უძლურია რწყილების წინააღმდეგ და პირიქით.

ტილების სასიცოცხლო ციკლი ერთ თვეს შეადგენს, ხოლო კვერცხის დადებიდან, გამოჩეკვამდე დრო სამ კვირას შეადგენს. ამიტომაც მკურნალობის კურსი დამთავრებულად ითვლება თუ მას იტარებდით მინიმუმ ერთი თვე და დამთავრების შემდეგ ერთი შემდეგ ტილები არ შეიმჩნევა.
ყველაზე სანდო მეთოდია თმის მოკლედ შეჭრა. მაგრამ, მისი გამოყენება ყველას არ უნდა,განსაკუთრებით თუ ტილები ბავშვს აღმოუჩნდა. ბოლო დროს, აფთიაქებში იყიდება ბევრი სამკურნალო შამპუნი და ქიმიური საშუალება, რომლებიც პარაზიტების მოშორებაში მოგეხმარებათ.
მაგრამ, ამ დროს ახდენს დიდ გავლენას თავის კანზე. ასე რომ, პედიკულოზის მკურნალობა შეიძლება ორ ეტაპად დავყოთ. მექანიკური და ქიმიური.

ტილების და რწყილების მექანიკური მოშორება
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია კარგად დავათვალიეროთ თავის კანი, კარგად დავიბანოთ შამპუნით და დავივარცხნოთ სპეციალური სავარცხლით. ასეთი სავარცხლები აფთიაქებში იყიდება. ყოველი დავარცხნის შემდეგ სავარცხელი გავწმინდოთ თეთრი პირსახოცით. დავივარცხნოთ ყოველ დღე ერთი თვის განმავლობაში.
ეს სავარცხელი მშვენივრად აშორებს ტილებს და რწყილებს თავის კანიდან. რა თქმა უნდა, შამპუნი ტილებზე არანაირად არ მოქმედებს, ის უბრალოდ აადვილებს მათ მოშორებას.
თვით დავარცხნა, პედიკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების გარეშეც შეიძლება ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს.

ტილების და რწყილების ქიმიური მოშორება
დავარცხნის შემდეგ, თმა დავამუშაოთ პედიკულოზის საწინააღმდეგო საშუალებით, რომელიც აფთიაქში იყიდება. ასევე, უნდა დავიმახსოვროთ, რომ ერთჯერადი დამუშავება არ არის საკმარისი: დამუშავება აუცილებელია 8-10 დღეში პროცედურის ჩატარების შემდეგ.

ასევე 16-20 დღეში. ამ საშუალებებს უკუჩვენებებიც გააჩნიათ: ორსულობა და ალერგია. პედუკულიოზის სამკურნალო საშუალებებით მკურნალობა, ადამიანებს ვისაც გულის პრობლემები აქვთ, რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.