ძლიერი დატილიანებისას ბავშვს შესაძლოა კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება) განუვითარდეს და სიცხემ აუწიოს. თუ ბავშვს დაუპატიჟებლი სტუმრები ეწვევიან, მათგან აუცილებლად უნდა გაათავისუფლოთ, თანაც რაც შეიძლება მალე. დატილიანება ანუ პედიკულოზი არც ისე ძნელი დასამარცხებელია, რადგან სადღეისოდ ტილების საწინააღმდეგო უამრავი პრეპარატია მოწოდებული. მათ შორის შინაურული საშუალებებიც. მთავარია გამოყენებისას სიფრთხილე გამოიჩინოთ, რადგან პრეპარატების დიდი ნაწილი ალერგიის გამომწვევ ნივთიერებებს შეიცავს. მათი მოხმარების წინ აუცილებლად ყურადღებით წაიკითხეთ ჩანართი, რათა ბავშვისათვის დასაშვები დოზა შეიტყოთ. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული პრეპარატების ჭარბად გამოყენებისას შესაძლოა მოწამვლაც კი განვითარდეს.
ტილების მოსაცილებელი ხალხური საშუალება:
დაგჭირდებათ:
- 1 ს/კ ლიმონმჟავას ფხვნილი
- 3 ს/კ ძმარი
მომზადების და გამოყენების წესი:
აიღეთ ლიმონჟავას ფხვნილი და დაასხით ძმარი, კარგად აურიეთ, რომ ფხვნილი ბოლომდე გაიხსნას. ბავშვს უნდა წაუსვათ ეს ნარევი, კარგად შეაზილოთ თმის ძირებში, თავი შეუხვიოთ და ასე დატოვოთ, ვიდრე გაუძლებს (სასურველია, 2 საათს მაინც), შემდეგ კი თავი თბილი წყლით ჩამობანოთ, შეგიძლიათ, საპონი და შამპუნი არც კი გამოიყენოთ. თმა რომ გაუშრება, წვრილკბილება სავარცხლით ჩამოვარცხნეთ.
ეს პროცედურა 3-ჯერ მაინც უნდა გაიმეოროთ. მერწმუნეთ, 1 კვირის შემდეგ ბავშვს აღარაფერი შეაწუხებს, ხოლო თუ ყოველი დაბანის შემდეგ პროფილაქტიკის მიზნით ლიმონმჟავასა და ძმრის ნარევს გადაავლებთ, მკბენარი აღარ მიეკარება.