თავის ტკივილის მკურნალობა:
- 20 გრ სიონჯის თესლების ფხვნილს დავასხათ 200 გრ ღვინის ძმარი, დავაყენოთ 2-3 დღით, პერიოდულად ვანჯღრიოთ. შევინახოთ ბნელ, გრილ ადგილას. ქრონიკული თავის ტკივილისას ნაყენი ცხვირში ჩავიწვეთოთ.
- ძლიერი თავის ტკივილისას შევისუნთქოთ ჩვეულებრივი ღვიას ნაყოფის ფხვნილი.
- შაკიკის დროს კარგია ყურებში წითელი ჭარხლის წვენში დასველებული ტამპონის ჩადება ან საფეთქლებთან და ყურების უკან პატარა ნაჭერში გახვეული მჟავე კომბოსტოს მიდება და თავზე პირსახოცის შემოხვევა.
- თავის ტკივილის დროს, რომელიც თან ახლავს ტემპერატურას, შუბლზე და საფეთქლებზე გამთბარი ლიმონის რბილობი, დღეში რამდენჯერმე წავისვათ.
- 100 გრ კეწერას დაქუცმაცებულ ბალახს დავასხათ 1ლ წითელი ღვინო, დავაყენოთ ბნელ გრილ ადგილას 2 კვირით, პერიოდულად შევანჯღრიოთ, შემდეგ გავწუროთ. მივიღოთ 30 მლ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე, ნევროზისა და დეპრესიის დროს, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე, ნევროზისა და დეპრესიის დროს განვითარებული თავის ტკივილის დროს.
- ბოთლი სამყურას ყვავილიანი თავთავებით ავავასოთ, დავასხათ არაყი, დავაყენოთ ბნელ ადგილას 2 კვირით, პერიოდულად შევანჯღრიოთ და გავწუროთ. მივიღოთ 1 ჩ/კ წყალთან ერთად 3-ჯერ დღეში თავის ტკივილის დროს, რომელიც თან ახლავს გაციებას.
- ბოთლი ჟოლოს ნაყოფით ავავსოთ, დავასხათ მშრალი წითელი ღვინო, დავაყენოთ 3 კვირით. შევინახოთ ბნელ, გრილ ადგილას. მივიღოთ 50 მლ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30-40 წთ-ით ადრე, გაციების დროს, როცა თავი გვტკივა.