სასარგებლო თვისებები:
კანის მატონიზირებელი. მარწყვში შემავალი სალიცილის მჟავა კანს მკვდარი უჯრედებისა და დაბინძურებისგან წმენდს და ფორებს ავიწროებს.
აღადგენს და იცავს კანს. ელაგის მჟავა ებრძვის გარემოს ზემოქმედებით გამოწვეულ კანის ანთებებს, გაღიზიანებასა და დაბინძურებას. მზით დამწვრობის სამკურნალოდ დააყენეთ მარწყვის ფოთლების ჩაი, გააცივეთ და მსუბუქად წაისვით ზედაპირზე. ეს კანს გაგიგრილებთ და დაგიამებთ.
აუმჯობესებს კანის ფერს. მარწყვის წვენი კანს აღიავებს. იგი ტრადიციულად, ლაქებისა და ჭორფლების ამოსაყვანად გამოიყენებოდა.
კბილებისა და ღრძილების მოვლა. მარწყვის ექსტრაქტი კბილების ნაზი გამწმენდია და საბავშვო კბილის პასტებში გამოიყენება.
ებრძვის დაბერების ნიშნებს. ექსტრაქტი ფოტოდამცავია და კანის დაბერებას ებრძვის. გარდა ამისა, ზრდის უჯრედის ამტანობასა და სიცოცხლისუნარიანობას. ამცირებს ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეულ დაზიანებას.
ნაყოფი
ეს ტკბილი, ოდნავ მომჟავო კენკრა ანტიოქსიდანტური შესაძლებლობების მიხედვით 10 საუკეთესო ხილს შორისაა.
ფოთლები
მარწყვის ფოთლების ჩაი შარდმდენია და ორგანიზმს ბუნებრივად წმენდს.
მიირთვი და გალამაზდი
მარწყვის ნაყოფსა და ჩაიში შემავალი სალიცილის მჟავა და С ვიტამინი სახეს აკნესგან წმენდს და ცხიმიან კანს აწესრიგებს.