სასარგებლო თვისებები:
აღადგენს და იცავს კანს. წვენში გვხვდება ანთების საწინააღმდეგო, ძლიერმოქმედი ელაგის მჟავა, რომელიც აჩქარებს დამწვრობისა და კანის წყლულის განკურნებას. აძლიერებს გარსსაც კანის უჯრედების ირგვლივ და აუმჯობესებს მათ წინააღმდეგობას თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული ზარალისადმი. ასევე იცავს კანს წყლის დაკარგვისგან.
ამშვიდებს კანს. ზეთი კვებავს და აღადგენს მშრალ კანს, ეგზემას, ფსორიაზსა და მზით დამწვარ კანს. მასში არსებული ორგანული მჟავა ებრძვის ანთებებსა და შესივებას.
ებრძვის დაბერების ნიშნებს. ზეთის ან ექსტრაქტის შემცველი ნაწარმის ადგილობრივი გამოყენება ამცირებს ანთებით პროცესებს და კანის ელასტიურობას აუმჯობესებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ბროწეულის კანის ექსტრაქტი ზეთთან მომხარებისას კოლაგენის გამოყოფას აძლიერებს და კანის უჯრედების ზრდას აჩქარებს.
იცავს მზისგან. მზისგან დამცავ პრეპარატებში ბროწეულის ექსტრაქტი, ზეთი და წვენი გამოიყენება. ყველა მათგანის ბიოაქტიური კომპონენტები კანს ულტრაიისფერი რადიაციით გამოწვეული დაზიანებისგან იცავს.
პირის ღრუს მოვლა. ბროწეულის დაფქული კანისა და წყლისგან მოამზადეთ სავლები პირში ცუდი სუნის გასაქრობად.
მარცვლები
უხვად შეიცავს კანის დამცავ საკვებ ნივთიერებებს. არის ბოჭკოს არაჩვეულებრივი წყარო და ჯანსაღი საკვები.
ზეთი
მოოქროსფრო, გამჭვირვალე ზეთი მარცვლებიდან მიიღება. მასში უხვადაა კოლაგენის გამააქტიურებელი იზოფლავონები (მცენარეული ჰორმონები).
მიირთვი და გალამაზდი
წვენი. რბილობისგან და თესლიგან სასარგებლო ანტიოქსიდანტებით მდიდარი წვენი მოამზადეთ, რომელიც სისხლის მიმოქცევასა და სახის ფერს გააუმჯობესებს.